მონასტრები, რომელიც ყველაზე მიუვალ ადგილას მდებარეობს - მათ შორისაა საქართველოც | Allnews.Ge

მონასტრები, რომელიც ყველაზე მიუვალ ადგილას მდებარეობს - მათ შორისაა საქართველოც

1. კაცხის სვეტი

მართმადიდებლური მონასტერი

2023022216051190382-1677129245.jpg

კაცხის სვეტი არის ბუნებრივი კირქვის მონოლითი. მდებარეობს ჭიათურის სოფელ კაცხში. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში.

სვეტი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა და გადაჰყურებს მდინარეებს კაცხურსა და ღვითორს.

თარიღდება მე-5-6 საუკუნეებით.

2. მეტეორა

მართმადიდებლური მონასტერი

2023022216053290382-1677129280.jpg

მეტეორა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამონასტრო-კომპლექსი საბერძნეთში, კაცხის სვეტის მსგავსად, მეტეორაც, ბუნებრივად ფორმირებულ კლდეზე მდებარეობს.

აქ სამონასტრო ცხოვრება მე-10 საუკუნეში დაიწყო. 1988 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

3. ოსტროგი

მართმადიდებლური მონასტერი

2023022215562490382-1677129310.jpg

სერბული მართმადიდებლური მონასტერი, რომელიც ყველაზე პოპულარული სალოცავი ადგილია მონტენეგროში.

იგი ეძღვნება აქ დაკრძალულ წმინდა ბასილი ოსტროგელს (Sveti Vasilije Ostroški).

მონასტერი დააარსა ჰერცეგოვინის მიტროპოლიტმა ეპისკოპოსმა ვასილიმ XVII საუკუნეში. იგი აქ გარდაიცვალა 1671 წელს და აქვეა დაკრძალული.

4. სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერი

მართმადიდებლური მონასტერი

2023022215560790382-1677129349.jpg

ქრისტიანული მონასტერი სინის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში. აგებულია ჩვ.წ. აღ.-ით 1-ლ საუკუნეში. მდებარეობს სინის მთის ძირას რთულად მისადგომ ხეობაში. 2002 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

5. კეის მონასტერი

ბუდისტური მონასტერი

მდებარეობს ზღვის დონიდან 4166 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე სპიტის მახლობლად, ინდოეთში.

ეს არის სპიტის ველის უდიდესი მონასტერი და ლამის რელიგიური სასწავლო ცენტრი. გავრცელებული ინფორმაციით, 1855 წელს მას 100 ბერი ჰყავდა. [ვიკიპედია].

მისი დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით ეს მონასტერი მე-11 სააუკუნეშია აგებული. იხილეთ სრულად

myquiz