როგორი იქნება 5 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტი „წითელი ზღვა“, სადაც პლასტმასი და ნაგავსაყრელი აკრძალული იქნება | Allnews.Ge

როგორი იქნება 5 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტი „წითელი ზღვა“, სადაც პლასტმასი და ნაგავსაყრელი აკრძალული იქნება

დიდი ხანია საუდის არაბეთი მსოფლიოს ახალი მეგა პროეტებით აოცებს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ახალი ტექნოლოგიური ერის დასაწყისი დედამიწაზე.

The Red Sea პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციური რეგენერაციული პროექტია, რომელიც საკურორტო ბიზნესში ახალ სტანდარტებს ადგენს. პროექტში წარმოდგენილია მთის კანიონები, მიძინებული ვულკანები.

dfhydridhrs-1674221147-1674457997.jpg

The Red Sea Project არის საუდის არაბეთის სამეფოს ყველაზე ამბიციური პროექტი ტურისტული მიმართულებით. ეს არის Saudi Vision 2030 პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს საუდის არაბეთის დამოკიდებულება ნავთობზე. ის მდებარეობს ქალაქებს უმლუჯსა და ალ-ვაჯს შორის.

საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა პროექტი 2017 წლის ივლისში წარადგინა. კურორტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მშპ-ს ყოველწლიურად 5,86 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

ryuhe3ujhwesa-1674221122-1674458026.jpg

წითელი ზღვის პროექტი მოიცავს 28 000 კმ2-ზე მეტ კუნძულებს, პლაჟებს, უდაბნოებს, მთებს და მიძინებულ ვულკანებს.

იხილეთ სრულად

myquiz