როგორი იქნება საუდის არაბეთის 8-მილიარდიანი მცურავი ქალაქი | Allnews.Ge

როგორი იქნება საუდის არაბეთის 8-მილიარდიანი მცურავი ქალაქი

იტალიელი დიზაინერი პიერპაოლო ლაზარინი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთი წარმოუდგენელი დიზაინით და კონცეფციით წარსდგა.

Lazzarini Design Studio მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტის შექმნით არის დაინტერესებული, რომელიც თავისი მასშტაბით მცირე ზომის ქალაქს წარმოადგენს. დიზაინერმა ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა.

gt34y734873-1673614880-1673855309.jpg

ლაზარინი გეგმავს შექმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული მცურავი ქალაქი. ზღვის კუს ფორმის ტერაიახტაზე, რომელიც ოკეანეებში გადაადგილებასაც შეძლებს, განთავსებული იქნება კომერციული ლოკაციები, გასართობი ცენტრები, საცხოვრებელი ბინები და ყველა ის კომფორტი, რაც ჩვეულებრივად, ქალაქში ცხოვრებისთვის ესაჭიროება ადამიანს.

8 მილიარდი დოლარის ღირებულების მცურავ ქალაქს პანგეოსი დაერქმევა. ანალოიური სახელი 200 მილიონ წელზე მეტი წლის წინ, სუპერკონტინენტს ერქვა.

პროექტი შეიქმნა საუდის არაბეთში და თუ განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე დიდი საზღვაო ხომალდი, რომელიც ოდესმე აშენდა, როგორც უზარმაზარი მცურავი ქალაქი. დაფინანსების და დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება 2033 წელს, აბდულა პორტში დაიწყება. განაგრძეთ კითხვა

ვარაუდობენ, რომ პროექტის დასრულებას 8 წელი დასჭირდება, ხოლო ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარია.

myquiz