"30 000 ევრო საჩუქრად თუ იტალიის ამ ქალაქში იცხოვრებთ" - ისტორიული ქალაქი, სადაც საცხოვრებლად გადასვლის შემთხვეაში ფულს გადაგიხდიან | Allnews.Ge

"30 000 ევრო საჩუქრად თუ იტალიის ამ ქალაქში იცხოვრებთ" - ისტორიული ქალაქი, სადაც საცხოვრებლად გადასვლის შემთხვეაში ფულს გადაგიხდიან

ბოლო რამდენიმე წელია, რაც იტალიის პატარა ქალაქებმა საკმაოდ უჩვეულო კამპანიები დაიწყეს- ისინი ქალაქებში დასახლების მსურველებს სახლებს უფასოდ, ან განსაკუთრებული პირობებით სთავაზობენ. პირობები განსხვავდება, თუმცა მათი მიზანია ერთია- იტალიის პატარა დასახლებები ხალხისგან არ დაიცალოს და მათ ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება.

დღეს ერთ-ერთ ასეთ ქალაქზე მოგიყვებით.

http-cdncnn-1673520441.com_cnnnext_dam_assets_221117090229-01-italy-presicce-paying-to-move.jpg

პრესიჩე, პუგლიის რეგიონში, იტალიის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ქალაქის ხელისუფლება მზადაა მასში დასახლების მსურველებს 30 000 ევრომდე გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქალაქში დამკვიდრდებიან და გადაცემულ სახლს შეაკეთებენ.

http-cdncnn-1673520457.com_cnnnext_dam_assets_221117090538-05-italy-presicce-paying-to-move.jpg

როგორც ცნობილია, მსურველებს აპლიკაციების გაგზავნა რამდენიმე დღეში შეეძლებათ, როდესაც შესაბამისი სისტემა ამოქმედდება.

მას შემდეგ, რაც კანდიდატებს შეარჩევენ და კონტრაქტი შედგება, ქალაქში დასახლების მსურველები 30 000 ევროს მიიღებენ, რომლის ნახევარიც სახლის შესყიდვას, მეორე ნახევარი კი მის აღდგენას მოხმარდება.

პრესიჩეში ამჟამად 9 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას ხანდაზმულები შეადგენენ.

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: CNN

http-cdncnn-1673520499.com_cnnnext_dam_assets_221117090528-03-italy-presicce-paying-to-move.jpg

myquiz