გუდაურში დასვენება გაძვირდა - რომელი ქვეყნის დამსვენებლები ჭარბობენ ზამთრის კურორტზე? | Allnews.Ge

გუდაურში დასვენება გაძვირდა - რომელი ქვეყნის დამსვენებლები ჭარბობენ ზამთრის კურორტზე?

გუდაურში დასვენება გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, ფასების ზრდა, ძირითადად, ეკონომიკური პროცესებით არის განპირობებული და საშუალოდ, გასულ წელთან შედარებით, დასვენება ზამთრის ამ კურორტზე 15-20%-ით არის გაძვირებული.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ფასები 20%-ით მომატებულია, ხოლო დამსვენებლების სიმრავლე ამ დროისთვის ჯერ არ შეიმჩნევა.

„ჯერ თოვლი არ მოსულა, ამიტომ ასეთ დროს დამსვენებლები, რა თქმა უნდა, თავს იკავებენ ამოსვლისგან, მაგრამ გვაქვს ჯავშნები. ძირითადად, რუსეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ამასთან, 3-4 თვით ადრე ჯავშნებს ქართველები თითქმის არ აკეთებენ და ეს წილი სულ უცხოელებზე მოდის“, - ამბობს „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელი .

საპირისპიროს აცხადებენ „გუდ აურაში“. სასტუმროში ამბობენ, რომ დამსვენებლები უკვე აქტიურად არიან მათთან და მიუხედავად თოვლის არარსებობისა, ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან. განაგრძეთ კითხვა

myquiz