ყველაზე ძვირადღირებული ვილები საზღვარგარეთ, რომლებიც ფუფუნებით გაგაოცებთ | Allnews.Ge

ყველაზე ძვირადღირებული ვილები საზღვარგარეთ, რომლებიც ფუფუნებით გაგაოცებთ

პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებობს ისეთი სახლები, აგარაკები თუ ვილები, რომელიც ყველას აოცებს გარეგნული იერსახითა თუ არქიტექტურით. თუმცა არის კიდევ სახლები, რომლებიც შთაბეჭდილებას თავისი ფასით ახდენს, ღირებულებით. ასეთი სახლები ძირითადად ვარსკვლავებს ეკუთვნით, ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს. მოდით, ვნახოთ ზოგიერთი ასეთი სახლი.

მაიკლ ჯორდანის სახლი, ილინოისის შტატი, აშშ

jordani-1668854598.png

ლეგენდარული სპორტსმენის სახლი, რომელიც 15 მლნ დოლარი ღირს, ჩიკაგოს მახლობლად, ილინოისის შტატში მდებარეობს. ეს სახლი უძრავი ქონების ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოიტანეს, მაშინ ის თითქმის ორჯერ მეტი, 29 მლნ დოლარი ღირდა, თუმცა ფასმა დაიკლო. სახლის ფარეხში 14 ავტომობილი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ასევე სატრენაჟორო დარბაზი და სრულფასოვანი საკალათბურთო დარბაზი.

ჯეთი რეზიდენსის აპარტამენტები ნიუ-იორკში, აშშ

jeti-1668854616.jpg

არსებობს ბინებიც, რომელთა ღირებულებაც ასტრონომიულ თანხებს აღწევს.მაგალითად, ჯეთი რეზიდენსში ბინების ფასი 59 მლნ დოლარიც კი არის. ორიგინალური შენობა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მდებარეობს. პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი პიტერ მარინოა. პენტჰაუსი 929 კვ.მ-ია და სამი სართულისგან შედგება.

ჯეიზისა და ბიონსეს სახლი ბელ-ეირში, კალიფორნია, აშშ

bionse-1668854636.png

ცნიბილმა წყვილმა ეს სახლი ხუთი წლის წინ შეიძინა 88 მლნ დოლარად. იმ დროისათვის ეს ბელ-ეირში გაყიდულ ყველაზე ძვირ სახლად ითვლებოდა. ამობობენ, რომ სახლს აქვს 4 აუზი და სრულფასოვანი საკალათბურთო მოედანი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz