10 ყველაზე მდიდრული სახლი მსოფლიოში, რომლის დაქირავება Airbnb-ზე შეგიძლიათ | Allnews.Ge

10 ყველაზე მდიდრული სახლი მსოფლიოში, რომლის დაქირავება Airbnb-ზე შეგიძლიათ

მსოფლიოში ზოგიერთი სახლის ერთი ღამით დაქირავება უფრო ძვირია, ვიდრე მთლიანი სტანდარტული ბინის შეძენა. therichest.com-მა წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ სახლს, რომელიც Airbnb-ზეა განთავსებული.

10. ვილა ,,Stelvio By Touch Of Spice" ახალი ზელანდია - 12 500 დოლარი ერთი ღამე

10-1667719535-1667805557.avif

განსაცვიფრებელი რეზიდენცია სტუმრებს ჰპირდება საოცნებო სიმშვიდეს და ხედებს სამხრეთის კუნძულზე. სახლი ქვინსდაუნში მდებარეობს და მისი ღირებულება ერთ ღამეში 12 500 დოლარია.

9. ვილა ,,Sagamarta" შვეიცარია, ვერბიერი - ერთი ღამე 14 192 დოლარი

9-1667720398-1667805576.avif

ვილა, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მდებარეობს და იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც განსაკუთრებული ემოციების მიღებას ცდილობენ. როგორც therichest.com-ი წერს. სახლის სივრცის მახასითებლების გათვალისწინებით, 14 192 დოლარი ძვირად არ მოგეჩვენებათ. სახლს აქვს თვალწარმტაცი პანორამული ხედები, დიდი ტერასა, საუნა და ყინულის ცივი აუზიც კი.

8. ვილა ანტიგუა და ბარბუდა, სენტ ჯონსი - ერთი ღამე 27 000 დოლარი

8-1667720811-1667805597.avif

ეს მდიდრული ვილა აღჭურვილია თანამედროვე და დახვეწილი კოლონიური არქიტექტურული სტილით. მდებარეობს კერძო ყურის გულში, პატარა კუნძულზე ანტიგუა და ბარბუდაში. მდიდრული სივრცის ღირებულება ერთი ღამით 27 000 დოლარია. სახლს აქვს აუზი და სპა, რომელიც პირდაპირ ერწყმის წყნარ, ხელშეუხებელ ოკეანის წყლებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz