ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრებს უნიკალურ და უცნაურ მომსახურებას სთავაზობენ | Allnews.Ge

ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრებს უნიკალურ და უცნაურ მომსახურებას სთავაზობენ

მუდმივად მზარდი კონკურენციის პირობებში, ბევრი ავიაკომპანია ცდილობს ახალი მომხმარებლების მოზიდვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში სრულიად ახალი სერვისების შეთავაზებით:

1. ვიეტნამის ავიაკომპანიაში სტიუარდესები საცურაო კოსტიუმებით მუშაობენ

comp-1664615531.png

ვიეტნამის კერძო ავიაკომპანიამ VietJet Air-მა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში თავისი ახალგაზრდა და მიმზიდველი და რაც მთავარია საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი სტიუარდესებით. VietJet-ის თანამშრომლები ატარებენ ფერად ბიკინებს და პატარა შოუებსაც კი უწყობენ მგზავრებს ფრენებზე, რომლებიც ხსნიან საჰაერო კავშირებს საკურორტო ზონებთან. ამ მარკეტინგული ხრიკით კომპანიამ უზარმაზარი მოგება მიიღო და კრიტკის ობიექტების გახდნენ. ბიკინის შოუები არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა ყველა საჰაერო მოგზაურობისთვის - ისინი გარკვეულ ფრენებზე ბონუსივითაა. ერთ-ერთი პირველი შოუ გაიმართა 2012 წელს ჰო ჩი მინიდან სანაპირო ქალაქ ნატრანგში საჰაერო ფრენის დროს.

2. გერმანული ავიაკომპანია ნუდისტური რეისებით

04046b3cb9d5f4c9966ceba9f4e20392-1664615665.jpg

2008 წელს გერმანულმა ტურისტულმა სააგენტომ დაიწყო ავიარეისები ნუდისტებისთვის.

მსოფლიოში პირველმა „ნუდისტურმა“ ავიაკომპანიამ ფრენები დაიწყო მგზავრებისთვის, რომლებსაც სურთ გაშიშვლება 30 000 ფუტის (9, 14 კმ) სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს მოეთხოვებოდათ სრულად ჩაცმული იყვნენ ასვლისა და ჩამოსვლისას, მათ შეეძლოთ სალონში შიშვლებმა იარონ აფრენისთანავე. ფრენები იყო ზაფხულის ერთდღიანი მოგზაურობის ნაწილი გერმანიის ქალაქ ერფურტიდან ბალტიისპირეთის პოპულარულ კურორტზე.

3. ავიაკომპანია, რომელიც უფასო მასაჟს სთავაზომს ეკონომ კლასის მგზავრებს

2022083112451889693-1664615745.jpg

პირველი კლასის მგზავრებსაც კი არ სთავაზობენ პერსონალურ მასაჟისტებს, რათა შეამსუბუქონ საჰაერო მოგზაურობა, დაამშვიდონ ნერვები და ცოტა გადაიტანონ ყურადღება მომდევნო რიგში ისტერიული ბავშვისგან. ხოლო ეკონომ კლასში ავიაკომპანია Air Malta-ს მგზავრები იღებენ თავის დამამშვიდებელ მასაჟს უფასოდ.

4. ახალი ზელანდიის ავიაკომპანია “ჩახუტების კლასებით"

2022083112475889693-1664615787.jpg

თუ თქვენ მოგზაურობთ ლოს-ანჯელესიდან ახალ ზელანდიაში, მაშინ თქვენი ფრენა შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული იყოს. 2011 წელს Air New Zealand-მა თავის მომხმარებლებს შესთავაზა შესაძლებლობა შეიძინონ სავარძლები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს დივანებად ან საწოლებად.

ავიაკომპანიის ვებსაიტის მიხედვით, SkyCouch-ის სავარძლები შესანიშნავი არჩევანია წყვილებისთვის, რომლებსაც დამატებითი ადგილი სჭირდებათ ან მცირეწლოვანი ბავშვების მქონე ოჯახებისთვის. იხილეთ სრულად

myquiz