რატომ შემცირდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა? | Allnews.Ge

რატომ შემცირდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა?

„2019 წლის ტურიზმის 50% არის აღდგენილი. მაგრამ, აქ გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა. აშკარაა, რომ უფრო გალფის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არის შემოდინება“,- ამის შესახებ ჰოტეილერმა მაია მურაჩაშვილმა „პალიტრანიუსის“ გაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ეს მაშინ, როდესაც ისინი გაცილებით მაღალმხარჯველობითუნარიანები არიან.

ამასთან, მაია მურაჩაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ წელს ევროპელმა ვიზიტორებმა ნაკლები იმოგზაურეს, საქართველოს მხრიდანაც ძირითადი აქცენტი გალფის ქვეყნებზე გაკეთდა და არა ევროპაზე.

„ტურიზმი წელს საკმაოდ გამოცოცხლებული იყო, ტენდენციები თავისთავად პოზიტიურია, განსაკუთრებით 2020-21 წლების შემდეგ. თუმცა, 2019 წელის ნიშნულს, ჯერ ვერ დავეწიეთ. სტატისტიკურად რომ შევადაროთ, 2019 წლის ტურიზმის 50% არის აღდგენილი. მაგრამ, აქ გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა. აშკარაა, რომ უფრო გალფის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არის შემოდინება, საერთაშორისო მოგზაურების. ძალიან იკლო ევროპიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინებამ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო მოგზაურები ევროპიდან გაცილები უფრო მხარჯველები არიან, ვიდრე გალფის ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ხარჯვით წილიც შემცირდა.

მინდა ვთქვა, რომ რიგ შემთხვევებში, თუ არ გავითვალისწინებთ ბათუმს და ზღვისპირა რეგიონს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი მიაწყდა (თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, იგივე უკრაინიდან, რუსეთიდან), დანარჩენ რეგიონებში შემცირდა კიდეც სასტუმროების ღირებულება. განაგრძეთ კითხვა

myquiz