"მსოფლიოს უდიდესი სარკე"- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი | Allnews.Ge

"მსოფლიოს უდიდესი სარკე"- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი

სა­ლარ დე უი­უ­ნი - სამ­ხრეთ ამე­რი­კის მა­რი­ლის ტბე­ბი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. თეთ­რი, მბზი­ნა­ვი მა­რი­ლის უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე ბო­ლი­ვი­ა­ში, ალ­ტიპ­ლა­ნოს 10 582 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და მისი და­ნახ­ვა კოს­მო­სი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­რი­ლის ფე­ნე­ბი მოქ­ცე­უ­ლია და­ნა­ლექ სა­ბა­დო­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ტბის ცენ­ტრში 10 მეტრ სიღ­რმე­ზე აღ­წევს.

26170455-1507448729368631-244787197909943494-o-47414-1661841998.jpg

სა­ერ­თო ჯამ­ში, აქ და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არ­დი ტონა მა­რი­ლია, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რი მა­რი­ლის სა­ფა­რის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ლი­თი­უ­მია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მა­რა­გის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს წარ­მო­ად­გენს. ამ მსუ­ბუ­ქი ლი­თო­ნის მო­პო­ვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პე­ბის, სმარ­ტფო­ნე­ბის და ელექტრო მან­ქა­ნე­ბის ენერ­გია.

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი კუ­თხე სავ­სეა ცო­ცხა­ლი ფე­რა­დი ტბე­ბით, ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გე­ი­ზე­რე­ბით, გი­ჟუ­რი კლდის წარ­მო­ნაქ­მნე­ბი­თა და ქი­ნო­ას მწარ­მო­ე­ბე­ლი სოფ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ტუ­რის­ტე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლი­სა, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხე­ლუხ­ლე­ბელ და ბუ­ნებ­რივ პე­ი­ზა­ჟად რჩე­ბა.

image-1-salar-de-uyuni-47313-1661842012.jpg

წყლის თხე­ლი ფენა, რო­მე­ლიც ფა­რავს მა­რილს, მას "მსოფ­ლი­ოს უდი­დეს სარ­კედ" გარ­დაქ­მნის, რო­მე­ლიც ცას ირეკ­ლავს. სა­ო­ცა­რი ანა­რეკ­ლის ხილ­ვა წე­ლი­წა­დის გარ­კვე­ულ თვე­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, კერ­ძოდ კი დე­კემ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დე შუ­ა­ლედ­ში, რო­დე­საც ნა­ლე­ქი მა­ტუ­ლობს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz