ესტონეთი დღეიდან შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს | Allnews.Ge

ესტონეთი დღეიდან შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ეს­ტო­ნეთ­მა დღე­ი­დან რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა, რომ­ლებ­ზე­დაც ქვე­ყა­ნამ შენ­გე­ნის ვი­ზე­ბი გას­ცა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ასე­თი ვი­ზე­ბი რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბით 25 000 მო­ქა­ლა­ქეს აქვს.

"შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ტუ­რის­ტულ მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე, სპორ­ტულ და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ვი­ზი­ტებ­ზე და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში გა­სარ­თო­ბი მიზ­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე - ჩვენ აღარ მი­ვი­ღებთ ასეთ ადა­მი­ა­ნებს და არ შე­მო­ვუშ­ვებთ ეს­ტო­ნეთ­ში“, - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ი­სა და სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ეგერტ ბე­ლი­კოვ­მა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ მათ, ვინც ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზე­ბით მი­დი­ან ნა­თე­სა­ვებ­თან: მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან და მე­უღ­ლე­ებ­თან.

გარ­და ამი­სა, გა­მო­ნაკ­ლი­სი დაშ­ვე­ბუ­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­ცე­მუ­ლი ვი­ზე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის.

myquiz