5 ყველაზე ლამაზი სოფელი ევროპაში | Allnews.Ge

5 ყველაზე ლამაზი სოფელი ევროპაში

თუ მოგბეზრდათ ქალაქის რუტინული ცხოვრება და ქაოსი, ევროპის ღირსშესანიშნაობებიც თუ დათვალიერებული გაქვთ, გირჩევთ შეეშვათ ტურისტული ადგილების ძებნას და ევროპის ღრმა სოფლებზე გაამახვილოთ ყურადღება.ჩვენ შევეცდებით ევროპის სწორედ ისეთ ქალაქებზე და სოფლებზე მოგითხროთ, რომლებიც ნამდვილად ვერ შეედრება მილანსა და პარიზს, თუმცა მათი მონახულება ნამდვილად ღირს. გვერწმუნეთ, ამ ადგილებში თქვენ სულიერადაც დაისვენებთ და განსაცვიფრებელ სილამაზესაც ეზიარებით.

1. გელშტატი, ავსტრია

p08fq4z7-1658124187.jpg

გელშტატი პატარა დასახლებაა ავსტრიის ალპებში. ამ დასახლებამდე მისვლას ვენიდან მატარებლით მოახერხებთ, სულ 4 საათის სასიარულო გზაა. თვითონ დასახლებაში რკინიგზის სადგური არ არის, ის ტბის

მეორე ნაპირას მდებარეობს. მგზავრები ტბაზე ნავებით გადაჰყავთ.ქალაქიდან მთაში, დაჰშტაინში, საბაგირო გზა ადის. ეს ადგილი გამორჩეულია არა მარტო თავისი უნიკალური სილამაზით, არამედ გამოქვაბულების რაოდენობით.თვითონ გელშტატის დასახლება და დაჰშტაინის მასივი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი.

2. მანაროლა, იტალია

99-1658124231.jpg

მანაროლა პატარა ქალაქია ლიგურიის სანაპიროზე. ეს იტალიური რივიერის, ჩინკვე ტერეს ერთ-ერთი უძველესი მონაკვეთია, ეს სიყვარულის საცალფეხო გზაა, რომელიც ხუთ დასახლებას აკავშირებს ერთმანეთთან. კერძოდ, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები მონტეროსო ალ მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე.ჩინკვე ტერეში ჩასული ტურისტების უმრავლესობა მეზობელ დასახლებაში, რიომაჯორეში ჩერდება, რადგან აქ არის რკინიგზის სადგური და პატარა პლაჟი. აქედან მანაროლამდე მისვლა კი ფეხით არის შესაძლებელი.

3. ბიბური, დიდი ბრიტანეთი

4d222421-f522-4951-a6ac-e7088f76a3f3-istock-469334802-1658124267.jpg

სულ პატარა ზღაპრული სოფელი, ბიბური, ინგლისის ცენტრში მდებარეობს, ამ ადგილას თიოთქოს დრო გაჩერდა, აღტაცებაში მოგიყვანთ პატარა, აკურატულად ნაშენები ულამაზესი სახლებიც (იხილეთ სტატია). აღსანიშნავია, რომ აქ ყველა სახლი ერთნაირი ქვით არის აშენებული, სახურავებიც კი ერთნაირია. სოფლამდე მისვლა ავტობუსით არის შესაძლებელი.

4. კოლმარი, საფრანგეთი

colmar-4448709-1658124306.jpg

კოლმარი ელზასის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა. ძველებური ქუჩები, ლამაზი პატარ სახლები განუმეორებელ შთაბეჭდილებებს ტოვებენ. ეს ქალაქი ღვინის ქალაქად ითვლება. კოლმარში მისვლა ყველაზე მოსახერხებელია ავტობუსით სტასბურგიდან.

5. ვილაჟი, საფრანგეთი

vilaji-1658124339.jpg

სულ პაწაწინა სოფელი, ეზი, მონაკოსა და ნიცას შორის მდებარეობს მთის წვერზე, რომლიდანაც საოცარი ხედი იშლება ხმელთაშუა ზღვაზე. ეზში სულ რამდენიმე სასტუმროა. აქ შეგხვდებათ უამრავი ხელნაკეთი ნივთის დახლი. ეზ ვილაჟში მოხვედრა ფეხით არის შესაძლებელი ცნობილი ნიცშეს გზით.

myquiz