პალმანოვა- ციხექალაქი იტალიაში, რომელსაც ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს | Allnews.Ge

პალმანოვა- ციხექალაქი იტალიაში, რომელსაც ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს

1593 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიაში თურქებზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიწყეს ახალი ქალაქის, პალმანოვას მშენებლობა. ქალაქი იმით იყო გამორჩეული, რომ ინოვაციური ფორმის, ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის იყო. პროექტის ავტორი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი სიმეტრია საშუალებას მისცემდა ქალაქს უკეთესად დაეცვა თავი მტრის შემოტევის შემთხვევაში, თუმცა მისი უტოპიური ჩანაფიქრი რეალურ ცხოვრებაში არც ისეთი საიმედო აღმოჩნდა.

utopia2-1657776533.jpg

ქალაქის მშენებლობას 30 წელი დასჭირდა. პროეექტის ავტორსა და რესპუბლიკის მეთაურებს იმედი ჰქონდათ, რომ საფუძველი ეყრებოდა უზარმაზარ ბასტიონს, რომელიც იქნებოდა ასევე უდიდესი ფორპოსტი და ხალხი აქ ძალიან ბედნიერად და უზრუნველად იცხოვრებდა.

utopia7-1657776543.jpg

ქალაქი გათვლილი იყო 20 000 მცხოვრებზე. ამაში არ შედიოდა გარნიზონი, რომელიც ქ. პალმანოვას ბასტიონში უნდა განთავსებულიყო.

utopia4-1657776570.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ არქიტექტორს, ინოვატორ ვიჩენცო სკამოცის ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი და ქალაქი ძალიან ლამაზი, სუფთა, მოწესრიგებული და დაცული უნდა გამოსულიყო, განსაკუთრებული არქიტექტურისა და სიმეტრიის ხარჯზე, ასე არ მოხდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz