შიდა ფრენებზე სიხშირები იზრდება- რა ღირს ავიარეისები მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით? | Allnews.Ge

შიდა ფრენებზე სიხშირები იზრდება- რა ღირს ავიარეისები მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით?

შიდა ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დღეიდან, 11 ივლისიდან, შიდა ფრენებზე სიხშირეები იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ფრენების სიხშირე გაიზრდება როგორც მესტიის, ასევე ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით. ახალი განრიგი შიდა ფრენებზე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ახლა, ფრენები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევსა და კვირას ხორციელდება. ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ამბროლაურს, 1-10 ივლისის განმავლობაში ამბროლაურში რეისები მხოლოდ პარასკევსა და კვირას სრულდებოდა.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ 11 ივლისიდან მესტიისა და ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში 7-ჯერ შესრულდება, ამბროლაურში კი კვირაში 3-ჯერ.

რაც შეეხება ფასებს, უწყების ცნობით, ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზა - 90 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ამბროლაურის მიმართულებით ერთი გზის ღირებულებაა - 50 ლარი, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბათუმის მიმართულებით -125 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. განაგრძეთ კითხვა

myquiz