რა უნდა იცოდეთ, თუ დუბაიში აპირებთ მოგზაურობას - სანახავი ადგილები, ფასები, მომსახურება | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეთ, თუ დუბაიში აპირებთ მოგზაურობას - სანახავი ადგილები, ფასები, მომსახურება

დუბაიში მოგზაურობაზე არასოდეს მიფიქრია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვიზა იყო. ამასთან, ბევრი ადამიანისგან მქონდა გაგონილი, რომ ქალაქში ყველაფერს ცეცხლის ფასი ეკიდა და საკმაოდ მსუყე ბიუჯეტით უნდა წასულიყავი, რომ „რაღაც“ მაინც გენახა. ამიტომ წელს გეზი აია-ნაპასკენ მქონდა აღებული და თებერვლის თვეში სასტუმროც დავჯავშნე. თუმცა ჰოი, საოცრებავ. მაშინ, როცა ქუთაისი-ლარნაკას მიმართულებით ძირითადად ავიაბილეთების შეძენა 69 ლარიდან არის ხოლმე შესაძლებელი, თებერვლიდან მოყოლებული 500 ლარს არ ჩამოცდა. ბევრი ლოდინის შემდეგ სასტუმროს ჯავშანი გავაუქმე და დავიწყე ალტერნატივის ძებნა. შემთხვევით ვამოწმებ ქუთაისი-აბუ-დაბის რეისს ივნისისთვის და რას ვხედავ - სულ რაღაც 120 ლარი ორივე გზა. ასე ექსპრომტად და დაუფიქრებლად დაიგეგმა ჩემი მოგზაურობა აბუ-დაბისა და დუბაიში, რაც საბოლოო ჯამში, სულ რაღაც 750 ლარი დაჯდა.

ფასში შედიოდა ავიაბილეთები ორმხრივი მიმართულებით, განთავსება ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა. დღეს ვაღიარებ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება და დაუვიწყარი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ივნისის თვეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, რაც დღეს მეტად გაამარტივებს თქვენს მოგზაურობას.

286981523-528244165514900-834374976249472988-n-1656769385.jpg

ახლა კი რჩევები, რომელსაც პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგიზიარებთ:გაითვალისწინეთ, აბუ-დაბისა და დუბაიში არავის აინტერესებს თქვენი აცრის ბარათი. ყველგან ითხოვენ პისიარ, ან სწრაფ ტესტს. აეროპორტში მე პირადად მხოლოდ პისიარ ტესტის პასუხი მომთხოვეს, სხვა არანაირი დოკუმენტი არ შეუმოწმებიათ. მაგრამ, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ ყველა საჭირო დოკუმენტი (ორმხრივი ავიაბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი) თან უნდა გქონდეთ.როგორც აღვნიშნე, აბუ-დაბიში ჩავფრინდით, თუმცა სასტუმრო დუბაიში გვქონდა დაჯავშნილი. თუ სამოგზაუროდ 2-3 ან მეტი ადამიანი მიდიხართ, სჯობს ტაქსი იქირაოთ. აეროპორტში შესასვლელში დგანან შავი ტაქსები, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა. ჩვენ დუბაიმდე 100 დოლარი მოგთხოვეს, თუმცა აეროპორტის მოშორებით დგანან კერძო ტაქსები და ერთ-ერთმა 60 დოლარად მიგვიყვანა სასტუმროში. აბუ-დაბიდან დუბაიმდე მგზავრობას 40-45 წუთი მოვანდომეთ.

290171155-802044874498360-6720061732906177928-n-1656769402.jpg

თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტთ მგზავრობას, საჭიროა აბუ-დაბის შიდა სამგზავრო ბარათის შეძენა, რომლის ყიდვასაც აეროპორტში შეძლებთ. დაახლოებით 25 დირჰამი ღირს, საიდანაც 10 დირჰამი ანგარიშზე გერიცხებათ. აეროპორტის ცენტრალურ გასასვლელთან დაინახავთ A2 ავტობუსს, რომლის საშუალებითაც მოხვდებით აბუ-დაბის ავტობუსების ცენტრალურ სადგურთან, Rashid Bin Saeed Al Maktoum St-ზე. სადგურზე თუ დაიბნევით, შეგიძლიათ დაცვას, ან რომელიმე ადგილობრივს ჰკითხოთ და მიგასწავლიან E100 და E101 ნომრების გაჩარებას. ეს ორი ნომერი მიგიყვანთ დუბაის ცენტრამდე, მეტროს შესასვლელთან. აბუ-დაბიდან დუბაიმდე ავტობუსით მგზავრობა 30-50 დირჰამი დაგიჯდებათ (მაქსიმუმ 15 დოლარამდე).

291047683-541080217564628-1998098898917763581-n-1656769442.jpg

რაც შეეხება მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და სანახაობებს, არც ისე ცოტაა დუბაში, ამიტომ ინტერესების, პრიორიტეტებისა და ლოკაციიის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა საკმაოდ მოშორებითაა და დიდი ძალისხმევა და თანხა დაგჭირდებათ იქ მისასვლელად.აუცილებლად უნდა მოინახულოთ Burj Khalifa და ცნობილ ფრთებთან გადაიღოთ ფოტო. მე არ გამიმართლა, რადგან შებინდებისას მივედი. უსაშველო რიგი დამხვდა და სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, გვარიანად შებინდდებოდა, ამიტომ აღარ დაველოდეთ. გირჩევთ, დილით ადრე მოხვიდეთ. თუმცა გული სულაც არ დამწყვეტია, იქვე იმართება მოცეკვავე შადრევნების ულამაზესი შოუ, რომელსაც შემთხვევით დავესწარი და მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz