რომელია ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები სამოგზაუროდ? | Allnews.Ge

რომელია ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები სამოგზაუროდ?

ორიოდ წლის წინ, მსოფლიო დაპაუზდა, როდესაც პანდემიის ეპოქაში შეაბიჯა ფეხი. გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, დაიწყო უკრაინის ომი - ამ ყველაფერმა მოგზაურებს სრულიად შეუცვალა გეგმები და იძულებული გახადა, სამოგზაურო მიმართულებებში ცვლილებები შეეტანათ. უპირველეს ყოვლისა კი გაერკვიათ, არის თუ არა უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი წასვლას გეგმავენ.

Forbes-მა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და 2022 წელს, სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გამოავლინა.

ისლანდია 2008 წლიდან მსგავსი რეიტინგის სათავეშია, ამასთან, ის მესამე პოზიციაზე იმყოფება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის.

image20130713-sumarfri-0023-xl-1651906092-1651908067.jpg

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში, ისლანდიას ახალი ზელანდია, დანია, პორტუგალია და სლოვენია მოჰყვებიან, ათეულს კი ავსტრია, შვეიცარია, ირლანდია, ჩეხეთი და კანადა ხურავენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz