ევროპის ქვეყნები, რომლებმაც კოვიდ-შეზღუდვები გააუქმეს - იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი | Allnews.Ge

ევროპის ქვეყნები, რომლებმაც კოვიდ-შეზღუდვები გააუქმეს - იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში დაინფიცირების შემთხვევები შესამჩნევად მცირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ პანდემიის საბოლოოდ დასრულდება.

Euronews აქვეყნებს სტატიას, სადაც ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებმაც კოვიდ-რეგულაციები უკვე გააუქმეს.

ჩეხეთი

ჩეხეთმა ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდ-რეგულაცია 9 აპრილიდან გააუქმა. ქვეყანაში პირბადის ტარება საჯარო ადგილებში სავალდებულო არაა, გამონაკლისია მხოლოდ საჯარო ტრანსპორტი.

საბერძნეთი

საბერძნეთმა პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა 1 მაისიდან გააუქმა. ქვეყანაში პირბადის ტარება დახურულ შენობებში კვლავ სავალდებულოა.

1440x810-cmsv2-31f9c339-7751-57b2-b3f1-da2551bffb47-6482292-1651490635.jpg

უნგრეთი

ამჟამად უნგრეთში ყველა კოვიდ-რეგულაცია გაუქმებულია.

ირლანდია

ირლანდიაში პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა 6 მარტს გააუქმა. მათ შორისაა ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენა.

ნორვეგია

ნორვეგიამ 12 თებერვლიდან ყველა კოვიდ-შეზღუდვა გააუქმა.

norway-fjords-hardangerfjord-trolltunga-the-best-fjords-to-visit-in-norway-scandinavia-standard-1-1651490695.jpg

პოლონეთი

პოლონეთში შესვლისას უცხოელებს კოვიდ-პასპორტისა და პისიარ-ტესტის პასუხის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

შვედეთი

შვედეთმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ყველა კოვიდ-შეზღუდვა 1 აპრილს გააუქმა.

istockphoto-1132919653-612x612-1651490724.jpg

შვეიცარია

შვეიცარიამ რეგულაციები 2 მაისიდან გააუქმა. ამიერიდან კვიდინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციაში გადასვლა საჭირო აღარაა.

ინორმაცია მუდმივად განახლებადია. ვრცლად იხილეთ Euronews-ზე

myquiz