"8 წელი დავეხეტებოდი აღმა-დაღმა... სადაც დამიღამდებოდა, იქვე ვიძინებდი" - ქართველი მსახიობის მსოფლიო მოგზაურობა ავტოსტოპით, იაპონელი მეუღლე და სავანე გურიაში | Allnews.Ge

"8 წელი დავეხეტებოდი აღმა-დაღმა... სადაც დამიღამდებოდა, იქვე ვიძინებდი" - ქართველი მსახიობის მსოფლიო მოგზაურობა ავტოსტოპით, იაპონელი მეუღლე და სავანე გურიაში

ახ­სოვს ხი­ფა­თით სავ­სე დღე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში და­ი­კარ­გა და თავი ფა­ვე­ლა­ში (ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლა­ქე­ბის უღა­რი­ბე­სი რა­ი­ო­ნე­ბი) ამო­ყო, რომ­ლის მი­სად­გო­მებ­საც სპეც­რაზ­მი ამაგ­რებ­და. თუმ­ცა, როცა ფა­ვე­ლის სიღ­რმე­ში 15-16 წლის გოგო ბი­ჭე­ბი ია­რა­ღით დარ­ბოდ­ნენ, თა­ვად კა­მე­რით ხელ­ში კე­დელ-კე­დელ მი­უყ­ვე­ბო­და გზას...

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მიშა არო­ბე­ლი­ძე თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და ხი­ფა­თე­ბით სავ­სე გან­ვლილ გზა­ზე, გზა­ზე ყოფ­ნი­სას გაც­ნო­ბილ ია­პო­ნელ მე­უღ­ლე­ზე და გუ­რი­ა­ში შექ­მნილ სა­ვა­ნე­ზე გვი­ამ­ბობს...

- ჩემი და ჩი­კას შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ მოხ­და: 2019 წელს არ­გენ­ტი­ნა­ში, მე­ო­რე მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი და კა­ტარ­ში, დო­ჰას აე­რო­პორ­ტში ჩი­კას შევ­ხვდი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რეზო გაბ­რი­ა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და. ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით და რომ გა­ვი­გე ია­პო­ნი­ი­დან იყო, რო­გორც ია­პო­ნურ კულ­ტუ­რა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, უამ­რა­ვი კი­თხვა და­ვუს­ვი. მა­ნაც თა­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მომ­კი­თხა.

273997441-939053923411964-1607102342528478664-n-80223-1645344677.jpg

თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, ჩი­კას მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, შემ­დეგ შე­სა­ფე­რი­სი ავ­ტო­ბუ­სი მოვ­ძებ­ნე, რო­მე­ლიც მის­თვის სა­ჭი­რო ად­გი­ლას მი­იყ­ვან­და, ნომ­რე­ბი გავცვა­ლეთ და ერ­თმა­ნეთს და­ვემ­შვი­დო­ბეთ. იმა­ვე სა­ღა­მოს, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩაის ვსვამ­დი და ჩი­კას მივ­წე­რე მო­სუ­ლი­ყო, მას შემ­დეგ 2 კვი­რის მან­ძილ­ზე თით­ქმის ყო­ველ­დღე ერ­თად ვი­ყა­ვით, ქა­ლაქს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით და ნელ-ნელა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. წას­ვლი­სას მი­თხრა, რომ 2 კვი­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას შემ­დეგ, რაც ტო­კი­ო­ში საქ­მე­ებს მო­ა­წეს­რი­გებ­და და შემ­დეგ გვექ­ნე­ბო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბა ერ­თად დაგ­ვე­წყო.

ორი კვი­რაც გა­ვი­და და ჩიკა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მე ის გუ­რი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. რად­გან უკვე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, სა­ჭი­რო იყო გა­მოგ­ვე­ნა­ხა საქ­მე, რი­თაც ორი­ვე ვიქ­ნე­ბო­დით და­კა­ვე­ბუ­ლი და სარ­ჩო­საც შე­ვიქ­მნი­დით... ასე და­ი­ბა­და იდეა მი­წის ნაკ­ვე­თის ყიდ­ვი­სა და მას­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე. სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა რე­გი­ონ­ში ეკო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. თუმ­ცა ჩვე­ნი იდეა მხო­ლოდ ტუ­რიზ­მით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, მე­ბა­ღე­ო­ბი­თა და პერ­მა­კულ­ტუ­რით ორი­ვე­ნი ვი­ყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გვინ­დო­და სა­კუ­თა­რი საკ­ვე­ბი თვი­თონ­ვე მოგ­ვეყ­ვა­ნა.

273058372-645550770111061-1021681158347988589-n-74292-1645344698.jpg

ხან­გრძლი­ვი ძებ­ნის შე­დე­გად ვი­პო­ვეთ ად­გი­ლი, სო­ფელ ვა­კი­ჯვარ­ში, ბახ­მა­როს მთის მი­სად­გო­მებ­თან. პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვის შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც ჩვე­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვინ­დო­და... აქვე უნდა და­ვა­მა­ტო, რომ ჩი­კამ ერ­თგვა­რი პი­რო­ბა აღუთ­ქვა სა­კუ­თარ თავს, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და აქ ვა­პი­რებთ საქ­მის და­წყე­ბას, მა­შინ ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო და მარ­თლაც ენა თან­და­თა­ნო­ბით იმ­დე­ნად კარ­გად შე­ის­წავ­ლა, რომ დღეს უკვე მშვე­ნივ­რად სა­უბ­რობს...

arobelidze-7-74423-1645344715.jpg

ჩვენს ად­გილს და­ვარ­ქვით "ჩამო". სა­ჭი­რო იყო, რომ სა­ხე­ლი ყო­ფი­ლი­ყო მარ­ტი­ვი, მოკ­ლე, ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და გარ­კვე­უ­ლი შემ­ხებ­ლო­ბა რომ მა­ინც ჰქო­ნო­და გუ­რი­ას­თან, ასე შევ­ჯერ­დით "ჩამო"-ზე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz