სახლი ბორბლებზე- ნახეთ როგორ გადააქცია ძველი ფურგონი კომფორტულ სახლად ამერიკელმა ოჯახმა | Allnews.Ge

სახლი ბორბლებზე- ნახეთ როგორ გადააქცია ძველი ფურგონი კომფორტულ სახლად ამერიკელმა ოჯახმა

დიდი, თანამედროვე ტექნიკით და ძვირფასი ავეჯით აღჭურვილი სახლი ყველასთვის ბედნიერების ზღვარი როდია. არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც უარს ამბობენ სტაბილურ სამსახურსა და უძრავ ქონებაზე მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ყოველ დილით ახალ-ახალ ადგილას გაიღვიძონ, დატკბნენ ბუნებით და საუცხოო თავგადასავლებით.

სწორედ ასე მოიქცა ფლორიდელი წყვილი, რომელმაც გადაწყვიტა, სტაბილური ცხოვრება თავგადასავლებით ჩაენაცვლებინა.ცოლ-ქმარი ხმამაღლა აცხადებს, რომ არასდროს უცხოვრია ასე ბედნიერად, როგორც ახლა, როდესც ორი შვილით ყოველ დღეს გზაში ატარებს.

sup1-1644917833.jpg

ამ გადაწყვეტილბის მიღებამდე მათ ჰქონდათ მაღალანაზაღაურებადი სამსახურები და 130 კვ.მ ფართის საკუთარი სახლი, თუმცა წყვილმა გადაწყვიტა ავტობუსის შეძენა და მისი სამოგზაუროდ გამზადება, რისთვისაც მთელი სახლი და ქონება გაყიდა.

sup2-1644917846.jpg

მიუხედავად მცირე გაბარიტებისა, ფურგონი საკმაოდ მყუდრო და კომფორტული გამოვიდა.ქალი იხსენებს, რომ მათ ჰქონდათ ყველაფერი, წარმატებული კარიერა, კარგი სახლი პარკის მახლობლად, მანქანები, თუმცა ისე გადიოდა დღეები, რომ შეიძლებოდა ქმარი საერთოდ ვერც კი ენახა. აი, რატომ გადაწყვიტეს საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.

sup4-1644917862.jpg

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფურგონი მზადყოფნაში მოიყვანეს და 2018 წელს კონკრეტული გეგმის გარეშე სამოგზაუროდ გაემგზავრნენ.უნდა აღინიშნოს, რომ წყვილს ჰქონდა იმხელა დანაზოგი, რომ პირველი ერთი წელი უზრუნველად იცხოვრა შემოსავლის გარეშე. თუმცა, ფულს აქვს თვისება მალე დამთავრდეს, ასე მოხდა ფლორიდელი წყვილის შემთხვევაშიც და ისინი იძულებულნი გახდნენ შემოსავალზე დაეწყოთ ფიქრი.

sup8-1644917891.jpg

მათ გადაწყვიტეს წამოეწყოთ საკუთარი ბიზნესი - ონლაინ კონსულტაციას ეწევიან მომთაბარე ცხოვრებასთან დაკავშირებით. თან მოგზაურობენ და თან მუშაობენ, ეხმარებიან ახალგაზრდა ოჯახებს, ვისაც მსგავსი ცხოვრების დაწყება სურს.

იხილეთ მეტი ფოტო

myquiz