"ყველაზე შთამბეჭდავი უზარმაზარი აისბერგების ხილვა იყო" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა გრენლანდიაში | Allnews.Ge

"ყველაზე შთამბეჭდავი უზარმაზარი აისბერგების ხილვა იყო" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა გრენლანდიაში

უკვე რამდენიმე წელია რაც ქართველი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Soso Around The World, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და გამომწერებს უამრავ საინტერესო ვიდეოსა და ფოტოს უზიარებს. სოსოს მოგზაურობის სურვილი ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა. ის პლანეტის მასშტაბით საოცარი ადგილების მონახულებას კვლავ განაგრძობს.

რამდენიმე დღის წინ მან პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცივი და გამორჩეული ადგილი გრენლანდია მოინახულა. სოსო ნებიერიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს Allnews-ის მკითხველებს უზიარებს.

-სოსო მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ გრენლანდიაში მოგზაურობა?

მოგესალმებით. გრენლანდიაზე მოგზაურობა დიდი ხანია მინდა, თუმცა ველოდებოდი კონკრეტულ დროს როცა ეს ჩემი გამომწერებისთვისაც მეტად საინტერესო იქნებოდა. 2021 წელს თითქმის სულ ტროპიკულ ქვეყნებში ვიმოგზაურე, ამიტომ გადავწყვიტე წლის ბოლოს რადიკალურად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩენილიყავი.

271990045-4921505554536228-776572482061487366-n-1644056279.jpg

269617779-4934886049864845-6529435198064884808-n-1644056314.jpg

-რამდენად რთულია გრენლანდიაში მოგზაურობა პანდემიის პირობებში, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც გრენლანდიაში გეგმავენ გამგზავრებას?

გრენლანდია მოგეხსენებათ დანიის შემადგენლობაშია, თუმცა დანიიდან გაფრენისას მაინც ითხოვენ პისიარ ტესტს. ასევე ორჯერადად აცრის დამადასტურებელ საბუთს. სხვა მხრივ გზა ხსნილი გვაქვს. უვიზო მიმოსვლა გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტი ისაა რომ ფრენები გრენლანდიის მიმართულებით მხოლოდ დანიიდან და ისლანდიიდან ხორციელდება.

269606274-4953294304690686-4163476384314796722-n-1644056348.jpg

-რა ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ გრენლანდიაში და რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ იყო უზარმაზარი აისბერგები. პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში და ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ასევე კარგი გამოცდილება იყო ძაღლების მარხილით გასეირნება და ზოგადად ამ ტრადიციის ახლოდან გაცნობა.

272609110-4953299558023494-649856068399636573-n-1644056400.jpg

269604383-4953294998023950-980239841131637548-n-1644056414.jpg

-როგორია ადგილობრივების ცხოვრება გრენლანდიაში, სადაც საკმაოდ მკაცრი ზამთარი და პოლარული ღამეებია?

გრენლანდიის მოსახლეობის 90% ესკიმოსები არიან, შესაბამისად მათთან ურთიერთობაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ძირითადად შენობებში ატარებენ დროს, მუშაობენ, გარეთ იშვიათად დადიან ზამთარში. საკმაოდ მკაცრი კლიმატია. -20 გრადუსი იყო ტემპერატურა საშუალოდ, თუმცა ოკეანესთან სიახლოვის გამო გაცილებით საგრძნობი და შემაწუხებელო იყო ეს ყინვა. დღის შუქი 24 საათის განმავლობაში 2-3 საათით გვქონდა მხოლოდ, თითქმის სულ ღამე იყო. ყოველი მეათე გრენლანდიელი თევზჭერის ინდუსტრიაშია დასაქმებული და ზოგადად ზღვის პროდუქტები და ეს საქმე კუნძულის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა.

gree-1644056459.png

-რამდენად ძვირი ჯდება გრენლანდიაში მოგზაურობა?

იაფი ნამდვილად არ ჯდება. საკმაოდ ძვირი კუნძულია და ლოგიკურიც არის. ერთი დონატი და ერთი ბოთლი წყალი მაგალითად 4-5 ევრო ღირდა. თუმცა ადგილობრივებს საკმაოდ მაღალი ხელფასებიც აქვთ

grgr-1644056488.png

-ბოლო დროს თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ზიარდება, მათ შორის საკმაოდ ცნობილი სააგენტოების გვერდებზეც. საკმაოდ გაიზარდა თქვენი გამომწერების რაოდენობაც. როგორ ფიქრობთ რა არის სოციალურ ქსელებში თქვენი ასეთი პოპულარობის მიზეზი?

ალბათ ის რომ ეს საქმე რასაც ვაკეთებ სიგიჟემდე მიყვარს და ვფიქრობ ეს იგრძნობა ჩემს ფოტო-ვიდეოებშიც

272662597-4953299591356824-3878737834900104208-n-1644056507.jpg

-რამდენ ქვეყანაში ხართ სულ ნამყოფი და თუ გაქვთ უკვე გადაწყვეტილი რომელი იქნება შემდეგი მიმართულება?

დღემდე ჯამში 51 ქვეყნის მონახულება შევძელი. კი ახალი მოგზაურობა უკვე დაგეგმილი მაქვს და თებერვალში მივდივარ. შემდეგი გაჩერებაა შრი-ლანკა.

ბექა ბერიაშვილი

myquiz