"ხში­რად ყო­ფი­ლა, რომ შუა ტრა­სა­ზე კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში მოვ­ხვედ­რილ­ვართ"- ქართველი გოგონა, რომელიც ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ავტოსტოპით უვლის | Allnews.Ge

"ხში­რად ყო­ფი­ლა, რომ შუა ტრა­სა­ზე კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში მოვ­ხვედ­რილ­ვართ"- ქართველი გოგონა, რომელიც ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ავტოსტოპით უვლის

ლიკა დუმ­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რესს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. იგი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სე­ბით მოგ­ზა­უ­რობს, გა­მომ­წე­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლებს უზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ამას ყვე­ლა შეძ­ლებს, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი და რწმე­ნაა.

ლიკა პრო­ფე­სი­ით ქორ­წი­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია, იტა­ლი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მხა­რე­ში, ამალ­ფის სა­ნა­პი­რო­ზე მუ­შა­ობს. წე­ლი­წად­ში 7 თვე მუ­შა­ობს 5 თვე კი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს.

ლიკა დუმ­ბა­ძე ამ­ჯე­რად არ­გენ­ტი­ნა­შია და მას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ:

lizabumbadzemogzauri-5-56302-1643444796.jpg

- ჩემი მე­უღ­ლე როცა გა­ვი­ცა­ნი, ის უკვე საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რი იყო. მე­უღ­ლე გახ­ლავთ რა­ფა­ე­ლე ამა­ტო... ორი­ვემ ერ­თად და­ვამ­თავ­რეთ მა­გის­ტრა­ტუ­რა სპა და ველ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტი. პრო­ფე­სი­ით თე­რა­პის­ტია და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნე­სი აქვს იტა­ლი­ა­ში. ჩემი და მისი ცხოვ­რე­ბის წესი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს და ამის გა­მოა, რომ უკვე 7 წე­ლია ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე გა­მომ­წვევ პე­რი­ო­დებს ერ­თად გავ­დი­ვართ, მათ შო­რის ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბაა.

ვმოგ­ზა­უ­რობთ ზურგჩან­თით, ვყი­დუ­ლობთ ერთი გზის ბი­ლეთს და 3-4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩე­ულ კონ­ტი­ნენტზე ხმე­ლე­თით გა­და­ვად­გილ­დე­ბით, არ ვი­ყე­ნებთ შიდა ფრე­ნებს. თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში, ხმე­ლე­თით ისე­თი ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბი გა­დავკვე­თეთ რო­გო­რიც არის - ნი­კა­რა­გუა, ელ-სალ­ვა­დო­რი, ჰონ­დუ­რა­სი, გვა­ტე­მა­ლა, მექ­სი­კა, ბე­ლი­ზე, კოს­ტა­რი­კა. ვი­მოგ­ზა­უ­რეთ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, ასე­ვე ხმე­ლე­თით გა­დაკ­ვე­თეთ მი­ან­მა­რის, ტა­ი­ლან­დის, ლა­ო­სის, კამ­ბო­ჯას და ვი­ეტ­ნა­მის სა­ზღვრე­ბი. ამ­ჟა­მად სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ვმოგ­ზა­უ­რობთ...

lizabumbadzemogzauri-3-56351-1643444828.jpg

მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ვცდი­ლობთ ძა­ლი­ან ცოტა დრო და­ვუთ­მოთ ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას და უფრო მეტი დრო ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­ვა­ტა­როთ. ამი­ტომ არის, რომ ძი­რი­თა­დად ავ­ტოს­ტო­პით და ად­გი­ლობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტე­ბით გა­და­ვად­გილ­დე­ბით, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა ღრმად შე­ვიგ­რძნოთ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გეგ­მებს არ ვა­წყობ, არც წი­ნას­წარ ვჯავ­შნი ჰოს­ტე­ლებს და სას­ტუმ­რო­ებს, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ად­რე­ნა­ლი­ნია, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სა­ზღვარს გა­დავკვეთ და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, საით უნდა წა­ვი­დე, ან ინ­ტუ­ი­ცი­ას მივ­ყვე­ბი ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რჩე­ვებს. არც ბლო­გე­ბის კი­თხვა არ მიყ­ვარს და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სიმ­ბა­რა­თი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის გამო ხში­რად შემ­ქმნია დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის თავ­გა­და­სა­ვა­ლი უფ­როა ვიდ­რე დაბ­რკო­ლე­ბა...

lizabumbadzemogzauri-2-56340-1643444861.jpg

დღეს­დღე­ო­ბით იმ­დე­ნად ად­ვი­ლია აიღო ფრე­ნის ბი­ლე­თი და მოხ­ვდე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, რომ თით­ქმის მო­სა­წყე­ნიც კი გახ­და ჩვენ­თვის ასე მოგ­ზა­უ­რო­ბა. მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, ზურგჩან­თით 7 წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ არ არ­სე­ბობს უკე­თე­სი გზა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­საც­ნო­ბად, ვიდ­რე ავ­ტოს­ტო­პი... მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს როცა ვტო­ვებ კომ­ფორ­ტის ზო­ნას, რო­გორ ვლა­ხავ დაბ­რკო­ლე­ბებს, რო­გორ ვიზ­რდე­ბი ყო­ვე­ლი ქვეყ­ნის ნახ­ვის შემ­დეგ, რო­გორ ვი­ძენ მე­გობ­რებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ ვსწავ­ლობ მათ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, ამ ყვე­ლა­ფე­რი მი­ღე­ბა მე ყვე­ლა­ზე კარ­გად ავ­ტოს­ტო­პით შე­მიძ­ლია. არა­სო­დეს ვიცი სად წა­მიყ­ვანს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ვენ­დო­ბი გზას.

განაგრძეთ კითხვა

myquiz