„100%-ანი დატვირთვა გვაქვს“- რა ჯდება სურამში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსში დასვენება | Allnews.Ge

„100%-ანი დატვირთვა გვაქვს“- რა ჯდება სურამში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსში დასვენება

15 იანვრამდე 100%-ანი დატვირთვა გვაქვს“- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „პარკ ჰოტელ სურამი შალეს" მეპატრონემ ჯულია ანპილოგოვამ განუცხადა. საუბარია, სასტუმრო კომპლექსზე, რომლის მეპატრონე, მამია ბითაძე პროექტის ირგვლივ არსებულ დავას შეეწირა. მშენებლობას ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს ტყის გაჩეხვა სურდა.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომლის მოწყობა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

235486757-2851218655141435-344064816324230214-n-1633611565-1640350809-1640506658.jpg

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. თუმცა, როგორც ჯულია ანპილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. მისი თქმით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობდა, ისინი შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდათ.

243036156-2886637794932854-2190535009689070139-n-1633611403-1640350872-1640506673.jpg

თუმცა, საბოლოოდ, ჯულია ანპილოგოვას ინფორმაციით, სამხარაულის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიაა და ამასთან, წარსულის ამბებთან ასოციაცია აღარ ყოფილიყო, პროექტის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა და ახალი სახელწოდებით, რეგულაციებს მორგებული 5 კოტეჯი აშენდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz