8 საოცარი სასტუმრო, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები ფლობენ | Allnews.Ge

8 საოცარი სასტუმრო, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები ფლობენ

ბოლო წლების განმავლობაში, ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ინვესტიცია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მოახდინა. ისინი სასტუმროებს, კურორტებს და ზოგჯერ მთლიან სოფლებს ან კუნძულებს ყიდულობენ, რათა მათთვის საოცნებო ადგილი შექმნან.

საკუთარი კომფორტის გარდა, ვარსკვლავები სხვის სასიამოვნო დასვენებაზეც ფიქრობენ.

წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც ძვირად ღირებულ სასტუმროებს ფლობენ.

კრიშტიანუ რონალდუ - Pestana CR7, პორტუგალია

2-1638529824-1638601444.jpg

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მისი მოგების ნაწილი Pestana სასტუმრო ჯგუფთან პარტნიორობისთვის გამოიყენა და Pestana C7 შეიძინა.

სასტუმრო მდებარეობს პომბალინას ისტორიულ ბაიქას რაიონში. რონალდუ ასევე ფლობს სასტუმროს Times Square-ის ცეტრში.

ტონი რობინსი - Namale Resort And Spa, ფიჯი

3-1638529842-1638601477.jpg

სამოტივაციო სპიკერმა და მწერალმა ტონი რობინსმა თქვა, რომ მისი ცხოვრება ფიჯიში მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა. სწორედ ამიტომ მისი ბიზნესი ამ ულამაზეს ადგილს დაუკავშირა. მდიდრული კურორტი დამსვეებლებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

კომპლექტში შედის 19 მდიდრული ვილა, ორი ოკეანისპირა რესტორანი და სპა. Luxury Launches-ის თანახმად, ხუთვარსკვლავიანი კურორტი გთავაზობთ უსასრულო აუზებს, ცხენოსნობის კურსებს, იოგას კურსებს და წყვილების მასაჟებს.

ლეონარდო დიკაპრიო - Blackadore Caye, ბელიზი

9-1638529985-1638601529.jpg

ულამაზესი ბელიზის კიდევ ერთი კურორტი მსახიობ დიკაპრიოს ეკუთვნის. მან 104 ჰექტარი დაუსახლებელი მიწა იყიდა, რათა კუნძულის ეკოლოგიურად სუფთა რესურსები აღედგინა. წარსულში ტყის განადგურება და სანაპირო ზოლის ეროზია პრობლემა იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა შეექმნა პროექტი, რომელიც კუნძულს აღადგენდა.

კურორტი საზოგადოებისთვის 2018 წელს გაიხსნა. ბელიზიდან კუნძულზე ნავით მისვლა 45 წუთშია შესაძლებელი და დიკაპრიომ მას "სამოთხე დედამიწაზე" უწოდა. მთელი კურორტი არის იზოლირებული და 36 ვილით და ამდენივე სანაპირო ბუნგალოებით იწონებს თავს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz