„ჩამოვლენ, რა დახვდებათ?! გამოსვლები, გაფიცვები და ათასობით ადამიანის შეკრების შედეგად დამძიმებული ეპიდსიტუაცია“ - ჰოტელიერი უცხოელ ვიზიტორებზე | Allnews.Ge

„ჩამოვლენ, რა დახვდებათ?! გამოსვლები, გაფიცვები და ათასობით ადამიანის შეკრების შედეგად დამძიმებული ეპიდსიტუაცია“ - ჰოტელიერი უცხოელ ვიზიტორებზე

„ბიზნესებისთვის არსებულ ჩარჩოებს, კიდევ უფრო მეტს ვუმატებთ, სამაგიეროდ გარეთ ისეთი პოლიტიკური დუღილი გვაქვს, ადამიანს ჩამოსვლა არ მოუნდება“, - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ისედაც არსებობს რეგულაციები, დამატებით კოვიდ პასპორტების მოთხონა, ცალკეულ ბიზნესებზე ნეგატიურად აისახება.

„უცხოელებს მწვანე პასპორტების პრობლემა არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენთან საზღვარზე მაინც გადმოდიან პსრ 72 საათიანი ვალიდურობით.

ჩვენს სამთო კურორტებს აქვს თავისი მახასიათებლები. გუდაური 90%-ით (თუ მეტით არა) დამოკიდებულია უცხოელ ვიზიტორებზე, ბაკურიანი საკმაოდ დიდი ნაწილით, შეიძლება ითქვას, 50%-ზე მეტით ადგილობრივ ტურისტებზეა, ხოლო მესტია თანაბრად, როგორც უცხოელზე ისე ადგილობრივზე. ასე რომ, მწვანე პასპორტების მოთხოვნას თუ გუდაურზე დიდი გავლენა ვერ ექნება, ბაკურიანსა და მესტიაზე აუცილებლად ექნება“,- განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებისთვის მწვანე პასპორტები შესაძლოა, მუშაობის შემაფერხებელი იყოს, სიტუაციას ყველაზე მეტად შექმნილი პოლიტიკური ვითარება ართულებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz