აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის | Allnews.Ge

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხელახლა ხსნის.

ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, 2020 წლის დასაწყისში აშშ-ის საზღვრები, თავდაპირველად, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის დაიხურა, შემდეგ კი შეზღუდვები სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა და 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩასულ იმ პირებს შეეხო, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ბლოკის ტერიტორიაზე აშშ-დან ჩასული ვიზიტორების მიღება ივნისში, გაერთიანებულმა სამეფომ კი - ივლისში განაახლა.

myquiz