რა უნდა იცოდეთ, თუ სტამბოლში აპირებთ მოგზაურობას? - ყველაზე პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეთ, თუ სტამბოლში აპირებთ მოგზაურობას? - ყველაზე პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები

სტამბოლში პირველად 2019 წელს ვიმოგზაურე და განსაკუთრებული შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. ორი სიტყვით შემიძლია დავახასიათო: მისტიური და შთამბეჭდავი. წამოსვლის წინ ვთქვი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. შემდეგ იყო პანდემია და ორ წლიანი პაუზა. დღეს კი მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც მინიმალური შეზღუდვების ფონზე, ფართოდ გახსნა კარები ტურისტებისთვის. მეც ორ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ თურქეთისკენ, კერძოდ კი სტამბოლისკენ ავიღე გეზი.დღეს სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო არაერთი დეტალია შეცვლილი, რომელთაც სტატიაში დეტალურად გაგიზიარებთ.

244670988-375627064109945-41766766243190274-n-1634641203.jpg

ბილეთები მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე, 250 ლარად შევიძინე. სასტუმრო კი სულთანაჰმედი მოედანთან, ექვსი დღით, სულ რაღაც 170 ლარად დავჯავშნე. ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქში.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლში გამგზავრება შეგიძლია როგორც კოვიდ ბარათით, ისე სწრაფი ან PCR ტესტით, ასვე ექიმის მიერ, თურქულ ან ინგლისურ ენაზე გაცემული ოფიციალური საბუთით, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი გაქვთ კოვიდი. თურქეთი ნებისმიერ ვაქცინას აღიარებს, მთავარია მეორე აცრიდან 14 დღე იყოს გასული. თუ აცრა გაკეთებული არ გაქვთ, საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი უნდა წარადგინოთ. ჩემს შემთხვევაში კოვიდ ბარათი მხოლოდ ქართველმა მესაზღვრეებმა შეამოწმეს, თურქეთში კი არავის მოუკითხავს.

245644811-380140686991916-1864990671026881405-n-1634641237.jpg

ასევე გაითვალისწინეთ, როცა საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტთ, საზღვარზე უნდა წარადგინოთ კოვიდ ბარათი. ხოლო, თუ არ ხართ ვაქცინირებული, მესაზღვრეს უნდა უჩვენოთ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან გადახვიდეთ 8 დღიან იზოლაციაში.გარდა ამისა, სტამბოლში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა სპეციალურ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად მოგენიჭებათ ჰეს-კოდი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ქალაქში გადაადგილებას და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლას. ასევე სამგზავრო ბარათის, ისტანბულქარდის გააქტიურებას.

245972026-381154716890513-5831620345862601225-n-1634641265.jpg

გოგჩენის აეროპორტიდან ქალაქში ყველაზე მარტივად ე.წ ჰავაბასით მოხვდებით, რომელიც აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს ჩერდება და ტაქსიმამდე 27 ლირა (7-8 ლარი) ღირს. იქვე ტაქსიმზე შეიძენთ სამგზავრო ბარათს (ისტანბულქარდს), რომელის ღირებულება 7 ლირაა. ბარათით რომ ისარგებლოთ, აუცილებელია მასზე ის ჰეს კოდი გაააქტიუროთ, რომელიც გამომგზავრებამდე მოგენიჭათ. მითითებულ ვებ-გვერდზე შეგყავთ თქვენი მონაცემები, რის შემდეგაც შეძლებთ სამგზავრო ბარათის გამოყენებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ გაძვირებული დამხვდა. თუ პირველი ვიზიტის დროს ტროლეიბუსით მგზავრობისას 2,5 ლირას ვიხდიდი, ახლა 4,80 ლირა ღირდა. ასე იყო მეტროს, გემის და ავტობუსის შემთხვევაშიც. ფასები ორმაგად არის გაზრდილი როგორც მაღაზიებში, ისე კვების ობიექტებზე და მუზეუმებში.

241671974-710777266545282-2174490051821235913-n-1634641299.jpg

ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში ყოველდღიურად იცვლება. დაახლოებით, რომ გითხრათ, 37 ლარში 100 ლირა მოგივა. ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევთ საქართველოდან დოლარი წაიღოთ და იქ დაახურდაოთ. 100 დოლარში დაახლოებით 850 ლირას იყიდით. ფული არ დაახურდაოთ აეროპორტში და ტურისტულ ადგილებში. კარგად დაითვალეთ ფული ვალუტის ჯიხურთან, შესაძლოა თქვენი გაცურება მოინდომონ.არ იქირაოთ მანქანა, თუ ძვირფასი დროის საცობებში გატარება არ გსურთ. სტამბოლის ქუჩებში უსაშველო და დაუსრულებელი საცობებია, ასეთი თბილისში არც დაგესიზმრებათ. ასევე, შეეცადეთ არ იმგზავროთ ტაქსით, რადგან ძალიან ძვირია. თან მძღოლები ხშირად იტყუებიან ტარიფებს და ტურისტებს თოთქმის სამმაგ ფასს ახდევინებენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz