"რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და ხელი 5 ადგილას მოვიტეხე" - სააკაშვილის უცნობი ეგვიპტური ისტორია და "მუმიის წყევლა“ | Allnews.Ge

"რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და ხელი 5 ადგილას მოვიტეხე" - სააკაშვილის უცნობი ეგვიპტური ისტორია და "მუმიის წყევლა“

"რა­ღაც ძა­ლამ ვე­ლო­სი­პე­დი­დან ჩა­მო­მაგ­დო და ხელი 5 ად­გი­ლას მო­ვი­ტე­ხე" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უც­ნო­ბი ის­ტო­რია ეგ­ვიპ­ტე­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­სა და ფა­რა­ო­ნის "მა­გი­ა­ზე".

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან 2020 წელს უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, დმიტ­რი გორ­დონ­მა ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. ინ­ტერ­ვი­უს დროს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან სხვა­დას­ხვა ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, მათ შო­რის ერთ-ერთი კი ეგ­ვიპ­ტე­ში მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს ეხე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სი იყო. ვი­ფიქ­რე, სად­მე სა­ზღვაო კუ­რორტზე და­ვის­ვე­ნებ­დი. ზამ­თა­რი იყო, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი? ! გავფრინ­დი ეგ­ვიპ­ტე­ში. თან დაც­ვის ორი წევ­რი გა­ვი­ყო­ლე. შარმ-ელ-შე­იხზე ვის­ვე­ნებ­დით. იმა­ვე დღეს მი­რე­კავს ტე­ლე­ფო­ნი. ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტი იყო და მე­უბ­ნე­ბა - მი­ხე­ილ, რა კარ­გია, რომ ჩა­მოხ­ვე­დი. და­სავ­ლეთ­ში ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ შავი პი­ა­რია აგო­რე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა არ ვართ. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­სავ­ლელ ტუ­რის­ტებს თა­ვე­ბი და­აჭ­რეს. მე ახლა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვარ, პი­რა­დად ვერ გნა­ხავ, მაგ­რამ გიგ­ზავ­ნი თვითმფირ­ნავს, ჩემს ხალ­ხს და გა­მოფ­რინ­დი კა­ი­რო­ში.

ვერ მო­ვას­წა­რი მეთ­ქვა, რომ უკვე ვნა­ხე კა­ი­რო - მან ყურ­მი­ლი და­კი­და. კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნეს, გავ­ხე­დე და ვი­ღაც და­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი და გე­ნე­რა­ლი დგა­ნან. პა­ტა­რა მე­უბ­ნე­ბა, - მე გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვარ, მივფრი­ნავთ კა­ი­რო­ში.

ჩა­მოვფრინ­დით კა­ი­რო­ში და მე დამ­სვე­ნებ­ლის ფორ­მა­ში ვარ - მა­ი­სუ­რი, შორ­ტე­ბი... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. ტე­ლე­კა­მე­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დამ­ხვდნენ. მას­პინ­ძლე­ბი­დან მი­ნის­ტრე­ბი იყ­ვნენ და ვთხო­ვე, რომ ეს კად­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ გა­სუ­ლი­ყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მაც­ვია და მე­რი­დე­ბა-მეთ­ქი.

"ეგ­ვიპ­ტურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ“ იმუ­შა­ვა და კად­რე­ბი არ­სად არ მოხ­ვდა. კოს­ტი­უ­მი მო­მი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც დიდი მქონ­და და მი­თხრეს, რომ მე­ო­რე დღეს კა­ი­როს და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­ვი­დო­დით. ჯერ ხე­ოფ­სის მი­ძი­ნე­ბის ად­გი­ლი ვნა­ხეთ. ისე­თი ოთა­ხიც მაჩ­ვე­ნეს, სა­დაც ტუ­რის­ტებს არ უშ­ვე­ბენ, სფინ­ქსის ქან­და­კე­ბა­ში სა­თა­და­რი­გო შე­სას­ვლე­ლი­დან შეგ­ვიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი ეგ­ვიპ­ტის მუ­ზე­უმ­ში წა­ვე­დით, რო­მე­ლიც ჩემ გამო და­ა­კე­ტი­ნეს, თუმ­ცა ბევ­რი ტუ­რის­ტი ისე­დაც არ იყო.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ე­დან­ზე ხალ­ხი და­ცხრი­ლეს, ჯერ კი­დევ აუ­ლა­გე­ბე­ლი იყო დამ­სხვრე­უ­ლი შუ­შე­ბი. ტუ­ტან­ხა­მო­ნი ვნა­ხეთ და გა­მო­ვე­დით.

იქ ნამ­დვი­ლად ეს­ვე­ნა რამ­ზეს მე­ო­რე,. მი­თხრეს, რომ ეს იყო რამ­ზეს მე­ო­რე. მე ვუ­თხა­რი, ვა, რამ­ზეს მე­ო­რე? რა მა­გა­რია. ბო­ლეს­ლავ პრუ­სის "ფა­რა­ო­ნი“ პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლად ჩემ­მა დიდ­მა ბა­ბუ­ამ თარ­გმნა.

იქ კი ვი­ღა­ცამ შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ რამ­ზეს მე­ო­რის­თვის ხელი ჩა­მო­მერ­თმია, დე­ტა­ლებს არ მოვ­ყვე­ბი, ცუდი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მაგ­რამ ამ მოვ­ლე­ნი­დან ძა­ლი­ან მალე, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ვი­ზი­ტი მქონ­და თურ­ქეთ­ში. ვი­ზი­ტე­ბის დროს ჩვე­ნი თითმფრი­ნა­ვით დავფრი­ნავ­დით და თან ვე­ლო­სი­პე­დიც მქონ­და. სა­ღა­მოს ვე­ლო­დი­პე­დით სა­სე­ირ­ნოდ გა­ვე­დით და რა­ღაც ძა­ლამ ვე­ლო­სი­პე­დი­დან ჩა­მო­მაგ­დო და მარ­ჯვე­ნა ხელი, ზუს­ტად ის ხელი, 5 ად­გი­ლას მო­ვი­ტე­ხე, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოთ ასეთ რა­ღა­ცებ­თან", -ამ­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

myquiz