სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი კონცეფციით მაინც ააშენა - როგორ გამოიყურება ობიექტი | Allnews.Ge

სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი კონცეფციით მაინც ააშენა - როგორ გამოიყურება ობიექტი

სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი კონცეფციით უკვე ააშენა. საუბარია, პროექტ „სურამი პალასზე“, რომლის მშენებელობასაც ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს ტყის გაჩეხვა სურდა. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომლის მოწყობა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

243519284-2886637764932857-6744914976392108126-n-1633611520-1633682896.jpg

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. თუმცა, როგორც ჯულია ანტოლოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. მისი თქმით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობდა, ისინი შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდათ.

ჯულია ანტოლოგოვას ინფორმაციით, გასულ წელს, სამხარაულის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიაა და ამასთან, წარსულის ამბებთან ასოციაცია აღარ ყოფილიყო, პროექტის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა და ახალი სახელწოდებით, რეგულაციებს მორგებული 5 კოტეჯი აშენდა.

235999066-2851218591808108-5442903978953825510-n-1633611382-1633682915.jpg

„სასტუმრო გავხსენით 9 ივლისს. ძალიან კარგად იმუშავა ამ სეზონზე. გვქონდა სრული დატვირთვა, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის პირობებში ვიყავით და ბევრი შეზღუდვა, ამასთან, ნაკლები ტურისტი იყო ქვეყანაში. ამ დროისთვის, მართალია, აღარ არის ისეთი დატვირთვა, მაგრამ ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ჯავშნებზე. გვყავს როგორც ადგილობრივი ისე, უცხოელი ვიზიტორები. წელს ძირითადად იყვნენ, დანიიდან, ფინეთიდან, არაბეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz