"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს"- ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში | Allnews.Ge

"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს"- ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში

უკვე რამდენიმე წელია რაც ქართველი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Soso Around The World, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და გამომწერებს უამრავ საინტერესო ვიდეოსა და ფოტოს უზიარებს. სოსოს მოგზაურობის სურვილი ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა ის პლანეტის მასშტაბით საოცარი ადგილების მონახულებას კვლავ განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ მან აფრიკაში, ნამიბიაში იმოგზაურა. სოსო ნებიერიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს Allnews-ის მკითხველებს უზიარებს.

image00011-1632324837.jpeg

-სოსო მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ ნამიბიაში მოგზაურობა და თუ არის რაიმე სირთულესთან დაკავშირებული ამ ქვეყანაში გამგზავრება?

- ნამიბიაში მოგზაურობა დიდი ხანია მინდა. ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია სანახავი და უამრავი გასაოცარი ადგილია, თუმცა გამგზავრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, საკონსულო კი მოსკოვშია.

მომიწია მოსკოვში გამეგზავნა საბუთები, რაც იქ ნაცნობის ყოლას საჭიროებს, რადგან ვიღაცამ უნდა მიიტანოს საკონსულოში შენი საბუთები და მერე გამოგიგზავნოს უკან. ასევე თბილისიდან არ არის ფრენები ნამიბიაში. ჯერ სტამბოლში მომიწია ჩასვლა. სტამბოლიდან კი ეთიოპიის ავიახაზებით გავფრინდი ადის-აბებას გავლით.

image00025-1632324782.jpeg

-გვიამბეთ რა ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ ნამიბიაში და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

-თითქმის ყველაფერი ვნახე. წრე დავარტყი ფაქტობრივად ქვეყანას და 4000 კმ გავიარე. ძალიან კონტრასტული ქვეყანაა. ვნახე უამრავი გასაოცარი ადგილი. ვნახე უდაბნოსა და ოკეანის შეხვედრა. მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს.

image00018-1632324897.jpeg

ასევე წითელ, მსოფლიოში ყველაზე დიდ დიუნებს ვესტუმრე, სადაც ჩემი ოცნების ადგილზე დავდგი ფეხი. ამ ადგილს დედვლეი ჰქვია. ნიადაგი თეთრია, სადაც გამხმარი ხეებია ყველგან და ირგვლივ წითელი დიუნებით არის გარშემორტყმული. ნამდვილი ბუნების შედევრია.

d-1632324974.jpeg

ცალკე საოცრება იყო ეტოშას პარკი, სადაც უამრავი ცხოველი ვნახე. მათი თანაცხოვრება ისეთი ჰარმონიულია გაგიჟდებით. ვერ გამოვყოფ რომელი ადგილი მომეწონა ყველაზე მეტად. ყველა გასაოცარი იყო.

image00009-1632325028.jpeg

image00006-1632325072.jpeg

image00012-1632325601.jpeg

-რაც შეეხება ხარჯებს, რამდენად ძვირი ჯდება ნამიბიაში მოგზაურობა?

-ძირითადად ბილეთები აძვირებს ხოლმე ასეთ შორეულ მოგზაურობებს. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა, თუმცა იაფი ნამდვილად არ ჯდება. დაახლოებით 3000-3500$ ფარგლებში ჯდება ერთი ადამიანის 2-კვირიანი ვოიაჟი.

a-1632325111.jpeg

a2-1632325142.jpeg

-რას ურჩევდი ნამიბიაში გამგზავრების მსურველებს, რა უნდა გაითვალისწინონ?

-ვურჩევდი რომ დაივიწყონ შიში. ზოგადად აფრიკის ეშინიათ ადამიანებს. ნამიბია გამონაკლისია ამ კუთხით. ის აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და განვითარებული ქვეყანაა

image00020-1632325267.jpeg

image00026-1632325340.jpeg

-როგორც ვნახეთ, ნამიბიაში მოგზაურობის დროს თქვენი მიმდევრების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, რაც საქართველოს პირობებში პატარა რიცხვი ნამდვილად არ არის. როგორ ფიქრობთ რით დაიმსახურეთ მიმდევრების მხრიდან ასეთი ინტერესი?

-არ ვიცი, ჩემი მხრიდან ცოტა რთული სათქმელია ეს. ალბათ იმით დავიმსახურე რომ ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ მთელი გულით და სულით. ვიხარჯები 100% ით. ვცდილობ მაქსიმალურად ხარისხიანად ვაჩვენო ყველა დეტალი მოგზაურობით დაინტერესებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ინსტაგრამი იძლევა ამის საშუალებას. ვფიქრობ ამ ყველაფერს გრძნობენ ჩემი გამომწერები და სწორედ ამიტომ დავიმსახურე მათი ნდობა.

d2-1632325522.jpeg

-სოსო, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები- სად აპირებთ შემდეგ მოგზაურობას, თუ გაქვთ გადაწყვეტილი და ასევე რომელია თქვენი საოცნებო ადგილების TOP-ხუთეული?

-დეკემბერში ვაპირებ საერთოდ სხვა, განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობას, რომელსაც ჯერ ვერ გავამხელ. იქამდე შესაძლოა ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვესტუმრო. რაც შეეხება ჩემს ტოპ 5 ქვეყანას სადაც მოგზაურობა ყველაზე მეტად მინდა ასე გამოიყურება: 1. ახალი ზელანდია 2. პერუ 3. ავსტრალია 4. მადაგასკარი 5. ისლანდია. ოცნებას ვერ დავარქმევდი ოღონდ, უფრო მიზანს.

ბექა ბერიაშვილი

myquiz