აშშ ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს | Allnews.Ge

აშშ ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ორ­ჯე­რა­დად აც­რილ ვი­ზი­ტო­რებს შე­უშ­ვებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC თეთ­რი სახ­ლის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა შე­სა­ბა­მის სა­ა­გენ­ტო­ებს უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ქვეყ­ნის ეტა­პობ­რი­ვი გახ­სნა და­ა­ვა­ლა.

Covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას უზღუ­დავს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე, 2020 წლის იან­ვარ­ში ჩი­ნეთს და­უ­წეს­და.

გა­ფარ­თო­ვე­ბის შემ­დეგ კი შე­ზღუდ­ვე­ბი გავ­რცელ­და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ირან­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ჰქონ­და. მათ კი, ვი­საც ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვთ, 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ვი­დტეს­ტი უნდა წა­რად­გი­ნონ.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტი ვაქ­ცი­ნის ერთი დო­ზით აც­რი­ლია.

myquiz