ულამაზეს კუნძულზე ცხვრება 50 000£-ს სანაცვლოდ - შოტლანდიის მთავრობა გეგმავს ახალგაზრდებს უნიკალური რამ შესთავაზოს | Allnews.Ge

ულამაზეს კუნძულზე ცხვრება 50 000£-ს სანაცვლოდ - შოტლანდიის მთავრობა გეგმავს ახალგაზრდებს უნიკალური რამ შესთავაზოს

შოტ­ლან­დი­ის მთავ­რო­ბა გეგ­მავს, რომ ახალ­გაზ­რდებ­სა და ოჯა­ხებს 50 000 ფუნ­ტი შეს­თა­ვა­ზოს იმ კუნ­ძუ­ლებ­ზე ცხოვ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს.

რო­გორც BBC-ი წერს, ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­მუ­შა­ვეს კუნ­ძუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ამ ად­გი­ლებ­ში დე­პო­პუ­ლა­ცი­ის დაძ­ლე­ვას, რაც შოტ­ლან­დი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის უკვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მაა.

shotlandia1-48427-1628092455.jpg

კუნ­ძუ­ლე­ბის დე­პო­პუ­ლა­ცია ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რე­ბია გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა, მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და.აშ.

ერთ-ერთი ასე­თი კუნ­ძუ­ლი სამ­ხრეთ უის­ტია. ის ახლა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლია და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ცხოვ­რობს. შოტ­ლან­დი­ე­ლი კე­ვინ მო­რი­სო­ნი მთავ­რო­ბის ჩა­ნა­ფიქ­რს და­დე­ბი­თად აფა­სებს და ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მის ოჯახს იდე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მო­ა­წეს­რი­გოს სახ­ლი და ულა­მა­ზეს ად­გი­ლა­საც იცხოვ­როს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მას ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და არ ეთან­ხმე­ბა, რად­გა­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ უმ­ჯო­ბე­სია, ფული ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­ში და­ი­ხარ­ჯოს, რათა ეს ად­გი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ცხოვ­რებ­ლად უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, შოტ­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მომ­დევ­ნო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რებს და ამ საქ­მე­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ფუნტს ჩა­დებს.

myquiz