ქართველები 2021 წელს თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობენ | Allnews.Ge

ქართველები 2021 წელს თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობენ

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოდან მოგზაურობა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია, მოთხოვნა მაინც დიდია.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დამსვენებელი საქართველოდან თურქეთს სტუმრობს. ჩამონათვალშია ახალი მიმართულებებიც: ზანზიბარი, კენია და აფრიკის სხვა ქვეყნები. ასევე, ხორვატია და სეიშელის კუნძულები, თუმცა იქ დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება.

როგორც ტურისტულ კომპანია ,,თრეველფაიში“ აცხადებენ, ფასები თურქეთის მიმართულებაზეც გაზრდილია, თუმცა მოთხოვნა მაინც ძალიან მაღალია.

,,ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული და აქტუალურია თურქეთის მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იქაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თურქეთმა რუსეთს გაუხსნა საზღვარი და ფასები კატასტროფულად გაზარდა დიდმა მოთხოვნამ. ივლისში კიდევ არ იყო იმდენად მაღალი ფასები, აგვისტოში ამ მხრივ კატასტროფაა.

შეთავაზებაში გვაქვს ხორვატიის მიმართულებაც, თუმცა ის ამ მასშტაბის პოპულარობით არ სარგებლობს“ - ამბობენ ,,თრეველფაიში“.

,,ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერის, გოგა ქუცნიაშვილის თქმით კი, უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე. ასევე წელს აქტუალური გახდა აფრიკის ქვეყნებიც.

,,არის მიმართულებებიც, რომელიც წელს გახდა ტრენდი, მონტენეგრო, ხორვატია და ა.შ. მოთხოვნა არის ესპანეთის მიმართულებითაც, მაგრამ იქ მოთხოვნაა, რომ ტურისტი აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინირებული, შესაბამისად, მოგზაურების რეალური რაოდენობა ნაკლებია"- აცხადებს ქუცნიაშვილი წაიკითხეთ ვრცლად

myquiz