„მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია“ - როგორ უნდა მოგვარდეს კადრების დეფიციტის პრობლემა ტურისტულ სექტორში | Allnews.Ge

„მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია“ - როგორ უნდა მოგვარდეს კადრების დეფიციტის პრობლემა ტურისტულ სექტორში

ტურიზმის აღდგენის პროცესის დაწყების შედეგ, რაც ობიექტებმა მუშაობა განაახლეს, ბიზნესი კადრების დეფიციტზე საუბრობს.

ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ერთის მხრივ ამის მიზეზი ისაა, რომ არსებულმა და კომპეტენტურმა კადრებმა სხვადასხვა სექტორებში გადაინაცვლეს, ახალ კადრებს კი საკმარისი ცოდნა არ აქვთ.

,,კადრების დეფიციტი რომ შეიქმნებოდა, ამას პანდემიის დასაწყისშივე ვამბობდით. როგორც კი დაიხურა ბიზნესები და აღარ მოგვეცა ფუნქციონირების შესაძლებლობა, წლობით, წვალებით გაზრდილი და გადამზადებული კადრები სხვა სექტორებში გადავიდნენ. რეალურად, ეს იყო ფინანსურ დარტყმაზე უფრო რთული. ამას ემატება ისიც, რომ გახსნის შედეგ, სექტორში არ არსებობს სტაბილურობის განცდა და შესაბამისად, ვერ ბრუნდებიან ძველ სამუშაო ადგილებზე. ამან, შექმნა კადრების დიდი დეფიციტი.

ახალი კადრები კი, რომელსაც სამუშაოს დაწყება სურთ, მოდიან კომპეტენციის პრობლემით. ტურიზმის აღდგენის პროცესი კი საკმაოდ სწრაფად დაიწყო და უბრალოდ დროც კი არ არის, რომ ვასწავლოთ, გადავამზადოთ. ამიტომ, ვინც დარჩა მათი ანაზღაურება ძალიან გაიზარდა, რაც ბუნებრივია, რადგან მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია. ასეა, მთელს ტურისტულ სექტორში“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დიდწილად განათლების სისტემის დამსახურება.

„საქართველოში, სულ ორი პროფესიული სასწავლებელია ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ არ არიან დაინტერესებული თავად სტუდენტებიც, რომ დამატებითი პრაქტიკები გაიარონ და ეს ყველაფერი ჯაჭვურად საბოლოოდ ძალიან დიდ პრობლემას იწვევს. ვინც მჭირდება ჩემთან, 4 სასტუმროში კადრები 40% მაკლია. პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას რეგიონებში“, - აცხადებს მურაჩაშვილი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz