"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები? | Allnews.Ge

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"ვი­ნე­ტუ [აპა­ჩე­ბის ბე­ლა­დი] არ­წი­ვის ხე­ო­ბა­ში - კირ­ქვი­ა­ნი კლდე­ე­ბის კა­ნი­ონ­ში. ხე­ო­ბის ფსკერ­ზე ფსტის ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი დგას. ლან­დშაფ­ტი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ აქ ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. არ­სად ადა­მი­ა­ნის კვა­ლი არ ჩანს...“, - ასე იწყე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის გა­ზეთ "ცი­ურ­ხერ უნ­ტერ­ლან­დერ­ში" («Zürcher Unterländer») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვი­ნე­ტუს მო­მენ­ტი ვე­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (ქვე­სა­თა­უ­რი "ვაშ­ლოვ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი ამე­რი­კუ­ლი ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ძა­ლი­ან ჰგავს ბედ­ლენ­დსის ეროვ­ნულ პარკს“ (ავ­ტო­რი - ჰანს გა­სე­რი).

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:

"ერთ-ერთ კირ­ქვი­ან კლდე­ზე ას­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოდ­გა. წინ დაჩი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლი მი­დის, 24 წლის ბი­ო­ლო­გი, ეკო­ლო­გი­ი­სა და ორ­ნი­ტო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი. დაჩი თა­ვი­სი გრძე­ლი თმე­ბით და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ფე­რა­დი სა­მა­ჯუ­რე­ბით თით­ქმის ინ­დი­ელს ჩა­მოჰ­გავს, იგი ჩუ­მად მი­დის, მაგ­რამ გნო­ლე­ბის გუნ­დმა დაჩი მა­ინც შე­ამ­ჩნია და ჰა­ერ­ში ხმა­უ­რით აფ­რინ­დნენ.

191282513-486123482605489-1527593887003864757-n-58920-1622004886.png

მთის წვე­რი­დან სა­ო­ცა­რი პე­ი­ზა­ჟი იშ­ლე­ბა: ირ­გვლივ ნაკ­რძა­ლის დი­უ­ნე­ბია, შორს კი, რო­გორც ამიხ­სნეს, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვა­რი. იქვე მთის ძირ­ში კი სა­მო­თხის ბა­ღის მსგავ­სი ვე­ლია გაშ­ლი­ლი, სა­დაც სამი სა­ხის ზამ­ბა­ხი ჰყვა­ვის - იის­ფე­რი, ყვი­თე­ლი და თეთ­რი. არი­ან ვე­ლუ­რი ენ­დე­მუ­რი წი­თე­ლი ტი­ტე­ბი და სხვა ყვე­ლა­ნა­ი­რი ყვა­ვი­ლი. "ასე­თი რამ მეც კი არ მი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დაჩი და ფო­ტო­ებს იღებს.

ტუ­რიზ­მი კო­რო­ნამ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­შივინც პან­დე­მი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბას გა­და­წყვეტს, იქ ისეთ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბა, რომ­ლებ­საც ტუ­რიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა სწყუ­რი­ათ. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს: ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის ნამ­დვი­ლი ბუმი იდგა, ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ორ­მაგ­დე­ბო­და.

სვა­ნე­თი - კავ­კა­სი­ის ქე­დის ძირ­ში, კა­ხე­თი - ღვი­ნის რე­გი­ო­ნი, შავი ზღვა - პლა­ჟე­ბი­თა და პალ­მე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი - უძ­ვე­ლე­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით... ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და: ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­და­ნაც კი ოჯა­ხურ სას­ტუმ­რო­ებს ქმნიდ­ნენ, რო­მელ­თა ნომ­რე­ბი მეტ­წი­ლად Airbnb-ის სის­ტე­მით იყო და­ჯაშვნუ­ლი.

"2019 წელს იმ­დე­ნი შეკ­ვე­თა მქონ­და, რომ მომ­გე­ბი­ან გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებ­დი“, - ამ­ბობს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის Planet Georgia-ს მფლო­ბე­ლი ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე, - "მაგ­რამ ახლა უკვე ერთი წელი გა­ვი­და და არა­ფე­რი ჩანს... ამ ზა­ფხულს მხო­ლოდ სამი დაკ­ვე­თა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი“.

ლა­შას ბედ­მა გა­უ­ღი­მა, რომ მას სა­ო­ფი­სე სა­მუ­შა­ოც აქვს ქარ­თულ პროგ­რა­მულ კომ­პა­ნი­ა­ში, სხვე­ბი კი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის წი­ნა­შე დად­გნენ.

"მე 30 წლის ვარ, - ამ­ბობს ლაშა, - მაგ­რამ უკვე ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე: რამ­დე­ნი­მე ომი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დე­ბის პარ­პა­ში, ათწ­ლი­ა­ნი სა­ო­ცა­რი ტუ­რის­ტუ­ლი ბუმი და ახლა პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სი. ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაა!“ მის ნათ­ქვამ­ში მთე­ლი თა­ო­ბის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ჩანს. გა­ნათ­ლე­ბულ, და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს სურთ თა­ვი­ან­თი ყოფა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვა­ლონ.

171254102-4098039873573997-1170632253367796427-n-58994-1622004994.jpg

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­შია. მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ერ­თმა­ნეთს მწვა­ვედ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი სა­პყრო­ბი­ლე­შიც კი იყო გა­მომ­წყვდე­უ­ლი. გარ­და ამი­სა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აპ­რო­ტეს­ტებს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს ჰე­სის კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბას, თურ­ქი ინ­ვეს­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, კაშ­ხა­ლი უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ბუ­ნე­ბა­ზე და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სიც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ერ­თოდ კი, ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვა­სა და კავ­კა­სი­ის ქედს შო­რის მდე­ბა­რე­ობს, ბუ­ნე­ბა მარ­თლაც სა­ო­ცა­რია, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაშ­ლოვ­ნის პარ­კის მსგავ­სი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ ბევ­რია, ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვა­გო­ნე­ბენ აფ­რი­კულ სა­ვა­ნა­საც და ამე­რი­კულ ბედ­ლენ­დსაც. აქ შეხ­ვდე­ბით მგელს, დათვს, ზო­ლე­ბი­ან აფ­თარს, მაჩვზღარბს, ირემს და სხვა ცხო­ვე­ლებს. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ფო­ტო­ხა­ფან­გის დახ­მა­რე­ბით და­ფიქ­სირ­და ლე­ო­პარ­დის (ჯი­ქის) არ­სე­ბო­ბაც, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნი­დან შე­ვი­და.

ელ­დო­რა­დო ორ­ნი­ტო­ლო­გე­ბის­თვისდა­ვუბ­რუნ­დეთ ისევ ვაშ­ლოვ­ნის შე­მო­გა­რენს. აპ­რი­ლის ბო­ლოს აქა­უ­რო­ბა უამ­რა­ვი ფრინ­ვე­ლით ივ­სე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დებს კლდე­ებ­ში არ­სე­ბულ ბუ­დე­ებ­სა და ნაპ­რა­ლებ­ში ატა­რე­ბენ. გა­ზა­ფხუ­ლო­ბით აქ ფრინ­ველ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ისე­თია, რომ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ევ­რო­პის ფრთოს­ნე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ამი­ტო­მაც თემო პო­პი­აშ­ვი­ლის სას­ტუმ­რო სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მდე­ბა­რე­ობს, ჭა­ჭუ­ნას აღ­კვე­თი­ლის ახ­ლოს, ამ­ჟა­მად მთლი­ა­ნად და­ჯავ­შნუ­ლია, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ჩუ­მე დგას. "არ ვიცი, ჩა­მოვ­ლენ თუ არა ისი­ნი“, - ამ­ბობს თემო, 35 წლის მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე კაცი, ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ნაკ­რე­სის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი. ორი დღის წი­ნათ იგი ვაშ­ლოვ­ნის პარკში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ძოვ­რებ­ზე მცე­ნა­რე­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

როცა ვახ­შმის დროს თე­მოს­თან ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბის დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, იგი ამ­ბობ­და, რომ "ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კარ­გია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ნო­ნე­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ“. მა­გი­და ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბის სი­უხ­ვი­სა­გან იზ­ნი­ქე­ბო­და, რო­მე­ლიც დე­და­მის­მა სო­ნი­ამ მოგ­ვიმ­ზა­და - ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, მწვა­დე­ბით და შემ­წვა­რი გო­ჭით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. წინა წლებ­ში ეკო­ტუ­რიზ­მის სე­ზონ­მა ისე კარ­გად ჩა­ი­ა­რა, რომ მან სას­ტუმ­რო გა­ა­ფარ­თო­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ჭურ­ვა. "ბან­კის სეს­ხის და­ფარ­ვა რთუ­ლი გახ­და, მაგ­რამ რო­გორ­ღაც ვცდი­ლობ“, - ამ­ბობს თემო, - იმე­დი მაქვს, რომ ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე სტუმ­რე­ბი ისევ მომ­რავ­ლდე­ბი­ან“.

myquiz