მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე | Allnews.Ge

მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია და პრომეთეს მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიები აქამდე ვიზიტორებს ვერ იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც გიდები მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ითხოვდნენ.

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად.

რაც შეეხება სამუშაო საათებს, სააგენტოს ცნობით, მღვიმეები და კანიონები შემდეგ საათებში იმუშავებენ.

  • პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00;
  • სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00;
  • ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00;
  • ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00;
  • მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00.

განაგრძეთ კითხვა