როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა? | Allnews.Ge

როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა?

ბოლო წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვხვდე­ბით ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ იტა­ლი­ის ამა თუ იმ ქა­ლაქ­ში სახ­ლე­ბი 1 დო­ლა­რად იყი­დე­ბა და ეს არ არის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია. ზო­გი­ერთ იტა­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ბოლო წლებ­ში თავი იჩი­ნა დე­პო­პუ­ლა­ცი­ამ, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, სახ­ლებს ერთ დო­ლა­რად ყი­დის.

კა­ლი­ფორ­ნი­ელ­მა ქალ­მა, რუ­ბია და­ნი­ელსმა გა­და­წყვი­ტა, რომ ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სამი სახ­ლი იყი­და. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ამ ხელ­საყ­რე­ლი გა­რი­გე­ბით სი­ცი­ლი­ა­ში, მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა - თა­ვის­თვის და შვი­ლე­ბის­თვის.

musomeli5-47340-1620921611.jpg

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­ბი­ამ მე­გობ­რე­ბიც ჩა­იყ­ვა­ნა იტა­ლი­ა­ში და მა­თაც აყი­დი­ნა რამ­დე­ნი­მე სახ­ლი სი­ცი­ლი­ა­ში. გეგ­მავს იცხოვ­როს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც პა­ლერ­მო­დან ორი სა­ა­თის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

მარ­თა­ლია და­ნი­ელ­სი თა­ვი­სი შე­ნა­ძე­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, აფრ­თხი­ლებს სხვა სახ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს, რომ როცა ერთ დო­ლა­რად სახ­ლს ყი­დუ­ლო­ბენ, არ უნდა ელო­დონ, რომ იქ სა­ო­ცა­რი შე­ნო­ბა დახ­ვდე­ბათ. რუ­ბი­ას თქმით, სახ­ლებს შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა და საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

ქალი ამ­ბობს, რომ იტა­ლი­ა­ში აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა კარ­გად ფლობს იტა­ლი­ურ ენას და რო­დე­საც წა­ი­კი­თხა სტა­ტია, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი ერთ დო­ლა­რად იყი­დე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

musomeli3-47340-1620921683.jpg

musomeli-47311-1620921828.jpg

რუ­ბია იხ­სე­ნებს, რომ მან ჯერ კარ­გად მო­ი­ძია დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ლე­ვე არ მი­უ­ღია, რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ სახ­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz