სოსო ნებიერიძე - ბლოგერი, რომელმაც პანდემიისას მსოფლიო მოიარა | Allnews.Ge

სოსო ნებიერიძე - ბლოგერი, რომელმაც პანდემიისას მსოფლიო მოიარა

"გა­მე­ფე­ბუ­ლია აზრი – მსოფ­ლიო და­კე­ტი­ლია, მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია – სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის" – ამ­ბობს მოგ­ზა­უ­რი და ბლო­გე­რი სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან გა­მომ­წე­რებს უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­სა და ფო­ტოს უზი­ა­რებს. სოსო პან­დე­მი­ის და­წყე­ბა­საც არ გა­უ­ჩე­რე­ბია, მოგ­ზა­უ­რო­ბას აგ­რძე­ლებს და AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ურ­ჩევს, რო­გორ იმოგ­ზა­უ­რონ და რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პან­დე­მი­ის დროს:

- ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნი­სა და ქა­ლა­ქის ნახ­ვის ინ­ტე­რე­სი არ მქო­ნია, უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და, სა­ზღვრებს გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­ნა­ხა რა­ი­მე ახა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მახ­სოვს, სკო­ლა­ში, რო­მე­ლი­ღაც კლას­ში, გე­ოგ­რა­ფი­ის წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, თა­ვი­სი ფო­ტო­ე­ბით. ზე­პი­რად ვი­ცო­დი თი­თო­ე­უ­ლო გვერ­დი, რო­გორ მახ­სოვს, რომ ვფურ­ცლავ­დი ხოლ­მე და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რისი გაკ­ვე­თი­ლი ტარ­დე­ბო­და, მე მა­ინც იმ წიგნ­ში ვი­ხე­დე­ბო­დი.

180153299-4093296854023773-1526779063681849006-n-66491-1620494430.jpg

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა?

- პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში გა­დავკვე­თე სა­ზღვა­რი და ტრაბ­ზონ­ში ჩა­ვე­დი. სა­ოც­რე­ბა იყო. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის შეგ­რძნე­ბე­ბი, რა­საც მა­შინ ვგრძნობ­დი. რო­გორც კი მან­ქა­ნა სარ­ფის სა­ბა­ჟოს გას­ცდა, გი­ჟი­ვით ვი­ყუ­რე­ბო­დი ფან­ჯა­რა­ში. ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, ტრო­ტუ­ა­რე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვე­ლა დე­ტალს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და მსი­ა­მოვ­ნებ­და, რომ ეს გა­რე­მო ჩემ­თვის ახა­ლი და უცხო იყო. გზა ტრაბ­ზო­ნამ­დე ბევ­რს გა­გივ­ლი­ათ და იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ როცა 16 წლის ბიჭი პირ­ვე­ლად კვეთს სა­ზღვარს, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. მას შემ­დეგ 13 წელი გა­ვი­და და დღეს უკვე 43 ქვე­ყა­ნა მაქვს მოვ­ლი­ლი.

- რო­მე­ლია შენი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნა?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნა კუბა გახ­და მას შემ­დეგ, რაც ორი წლის წინ იქ ვი­მოგ­ზა­უ­რე. კუბა არ­ცერთ სხვა ქვე­ყა­ნას არ ჰგავს, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შეგ­რძნე­ბა გაქვს, რომ დრო­ში მოგ­ზა­უ­რობ. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას და ყვე­ლა­ფერ იმას, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, კუ­ბამ­დე ჯერ არ მი­უღ­წე­ვია. სა­ო­ცა­რი ენერ­გია აქვს ამ ქვე­ყა­ნას და გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ მო­ა­ჯა­დო­ოს. ხში­რად დავ­დი­ო­დი გა­რე­უბ­ნე­ბის ქუ­ჩებ­ში. ქუ­ჩე­ბი ხალ­ხით არის სავ­სე – ბავ­შვე­ბი ერ­თო­ბი­ან, უფ­რო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ზოგი დო­მი­ნოს თა­მა­შობს, ზოგი აი­ვან­ზეა და გვერ­დით აი­ვან­ზე მყოფ მე­ზო­ბელს ელა­პა­რა­კე­ბა. ვი­ღა­ცას დი­ნა­მი­კი უდ­გას და მუ­სი­კას უს­მენს. ახალ­გაზ­რდე­ბი ბირ­ჟებს "ამაგ­რე­ბენ", ხუმ­რო­ბენ, იცი­ნი­ან და არის ყი­ჟი­ნა, ჟრი­ა­მუ­ლი და მხი­ა­რუ­ლე­ბა.

nebieridze1-66417-1620494465.jpg

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთელ ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ნე­ლი სი­ღა­რი­ბეა გა­მე­ფე­ბუ­ლი, არ აქვთ ინ­ტერ­ნე­ტი, არც მა­ღა­ზი­ე­ბი და შო­ფინგ მო­ლე­ბი, არც გა­მარ­თუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა, არც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მათ­თვის უცხოა, რაც ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ისი­ნი მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი და ლა­ღე­ბი არი­ან. თით­ქმის ყვე­ლა ცდი­ლობ­და, გა­მომ­ლა­პა­რა­კე­ბო­და. გარ­და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ლა­ღი­სა, გა­რე­მოც ძა­ლი­ან ფე­რა­დია. ალ­ბათ, ფო­ტო­ებ­ში ყვე­ლას გექ­ნე­ბათ ნა­ნა­ხი ფე­რა­დი, ვინ­ტა­ჟუ­რი ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რე­ა­ლო­ბა­ში ეს ყო­ვე­ლი­ვე სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია.

- წელს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო რამ­დე­ნად აგე­რია სა­მოგ­ზა­უ­რო გეგ­მე­ბი?

- წელს უამ­რა­ვი გეგ­მა მქონ­და. რომ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, ალ­ბათ, 10 ქვე­ყა­ნას მა­ინც ვნა­ხავ­დი,. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ ცუდს აქვს და­დე­ბი­თი მხა­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა და უამ­რა­ვი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბი­დან ძა­ლი­ან დიდი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა და­ვაგ­რო­ვე. ადა­მი­ა­ნებს ისე­თი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვუყ­ვე­ბო­დი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა აქამ­დე არც კი ვი­ცო­დი. ვფქი­რობ, წელს ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნე შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. დე­კემ­ბერ­ში, რო­დე­საც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა ჯერ ად­რეა, გა­დავ­წყვი­ტე, მოგ­ზა­უ­რო­ბა კვლავ და­მე­წყო. მო­ვი­ძიე იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რომ­ლე­ბიც ღია იყო ტუ­რის­ტე­ბის­თვის და იან­ვრის თვე­ში ასე აღ­მოვ­ჩნდი მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

175714477-307575464057695-1368626423423638772-n-1620494552.jpg

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში რა შე­ზღუდ­ვე­ბი დაგ­ვხვდა?

– დღეს­დღე­ო­ბით, ამ კუ­თხით, სი­ტუ­ა­ცია არას­ტა­ბი­ლუ­რია. იმ ქვეყ­ნებ­შიც, რომ­ლე­ბიც ამ მო­მენ­ტში ღიაა, არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი­მე თვე­ში რა მოხ­დე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­ურ­კვევ­ლო­ბას ქმნის იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა სურს. ყველ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მხვდე­ბო­და ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, მალ­დი­ვებ­ზე აე­რო­პორ­ტში გვე­კე­თა პირ­ბა­დე, სხვა არ­სად არა­ვის მო­უ­თხო­ვია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ღია იყო და რომ არ გცოდ­ნო­და, სა­ერ­თოდ ვე­რა­ფე­რი მი­გახ­ვედ­რებ­და პან­დე­მი­ის არ­სე­ბო­ბას. თით­ქმის იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ეგ­ვიპ­ტე­ში. ძა­ლი­ან ცო­ტას თუ ეკე­თა პირ­ბა­დე. ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სე­ი­შე­ლებს, პირ­ბა­დის კუ­თხით, შე­და­რე­ბით მეტი სიმ­კაც­რე იყო და წე­სებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც იცავ­დნენ. მა­ღა­ზი­ე­ბი სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე იკე­ტე­ბო­და. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი არ­სად შემ­ხვედ­რია. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა კა­რან­ტინს, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ორ კვი­რი­ან კა­რან­ტინს აწე­სებს, ტუ­რის­ტის­თვის გახ­სნი­ლად არც ით­ვლე­ბა და იქ სა­მოგ­ზა­უ­როდ არა­ვინ ჩა­დის.

- თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის, სას­ტუმ­რე­ო­ბის ფა­სე­ბი რამ­დე­ნად არის შეც­ვლი­ლი?

- თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი, ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, ნამ­დვი­ლად ძვი­რია და ფრე­ნე­ბის სიხ­ში­რეც შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ამის გამო გა­დაჯ­დო­მი­სას ხში­რად მი­წევს 15-20-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნი. სას­ტუმ­რო­ე­ბი კი დი­დად გაძ­ვი­რე­ბუ­ლი არ მეჩ­ვე­ნე­ბა, პი­რი­ქით, ზოგ­ჯერ უფრო ია­ფი­ცაა. რად­გა­ნაც ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვმა იკლო, ზო­გი­ერ­თმა სას­ტუმ­რომ ფა­სე­ბი და­წია.

181669855-316545056494069-7302895814339640554-n-1620494576.jpg

- სა­ნამ რო­მე­ლი­მე ქვე­ყე­ნა­ში წახ­ვალ, პირ­ველ რიგ­ში, რას აქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას?

- როცა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვა­პი­რებ მოგ­ზა­უ­რო­ბას, პირ­ველ რიგ­ში, "გუ­გლის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ვცდი­ლობ, მო­ვი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია, ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტის­გან რას ითხოვს. ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში ეს არის – პი­სი­არ ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. თუმ­ცა, სა­მოგ­ზა­უ­როდ, ახლა ქვეყ­ნე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს, რად­გან ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ზღვრე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტამ გახ­სნა. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არის: მალ­დი­ვე­ბი, დუ­ბაი, ეგ­ვიპ­ტე, ტან­ზა­ნია, მექ­სი­კა, თურ­ქე­თი და ახლა უკვე სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბიც, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად მარ­ტის თვე­ში გა­იხ­სნა და გახ­სნი­დან მე­ხუ­თე დღეს უკვე იქ გახ­ლდით.

– რას ურ­ჩევ­დი მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

– პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რად არ უნდა იღოთ გა­მე­ფე­ბუ­ლი აზრი – "მსოფ­ლიო და­კე­ტი­ლია, მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია" – სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. ქვეყ­ნებ­ში, რომლთა კა­რიც ტუ­რის­ტე­ბის­თვის ღიაა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და ის­ვე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქყ­ვეყ­ნე­ბი­დან. ასე რომ, თუ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვინ­მეს მოგ­ზა­უ­რო­ბა უნდა, ეს იმა­ზე მარ­ტი­ვია, ვიდ­რე წარ­მო­უდ­გე­ნია. ჩემი რჩე­ვაა, რომ წას­ვლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა გა­და­ა­მოწ­მოთ იმ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, სა­დაც გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებთ. თან იქო­ნი­ეთ პი­სი­არ ტეს­ტის პა­სუ­ხი და ისი­ა­მოვ­ნეთ მოგ­ზა­უ­რო­ბით.

– რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­უ­რად მოგ­ზა­უ­რო­ბა?

– ეკო­ნო­მი­უ­რად მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­და­რე­ბით გარ­თულ­და, რად­გან ქუ­თა­ი­სი­დან "ვი­ზე­ა­რი" აღარ დაფ­რი­ნავს და ევ­რო­პაც და­კე­ტი­ლია. იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გახ­სნი­ლია, ამ ეტაპ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა არც თუ ისე ია­ფია, თუმ­ცა რა­ღაც თან­ხე­ბის და­ზოგ­ვა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც, სას­ტუმ­რო­ში – ჯერ კი­დევ მო­ი­ძებ­ნე­ბა შე­და­რე­ბით იაფი ვა­რი­ან­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, ეგ­ვიპ­ტე­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად "უბე­რის" აპ­ლი­კა­ცი­ას ვი­ყე­ნებ­დი და ძა­ლი­ან ია­ფად ვმგზავ­რობ­დი. ასე­ვე ვე­რი­დე­ბო­დი რეს­ტორ­ნებ­ში კვე­ბას, რის გა­მოც გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი იზო­გე­ბო­და.

ambebi.ge

myquiz