პასპორტების გლობალური რეიტინგი გამოქვეყნდა - რომელ ადგილზეა საქართველო | Allnews.Ge

პასპორტების გლობალური რეიტინგი გამოქვეყნდა - რომელ ადგილზეა საქართველო

გლობალურ რეიტინგში ქართული პასპორტი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და კიდევ 152 ქვეყნის პასპორტებს უსწრებს.

passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი 110 ქვეყანას შორის 50–ე ადგილს იკავებს და უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე მაგალითად, თურქეთს, ყაზახეთს, ბელარუსს და ა.შ.

passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში შეუძლია.

რეიტინგში პირველ ადგილზეა იაპონია, რომლის მოქალაქეები უვიზოდ 193 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

ათეულში ასევე მოხვდნენ - სინგაპური, გერმანია, სამხრეთ კორეა, ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და ა.შ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 48-ე ადგილზეა, რომლის მოქალაქეებსაც 118 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. თურქეთი 52-ე ადგილს იკავებს. ამ ქვეყნის მოქალაქეები 111 ქვეყანაში მოგზაურობენ უვიზოდ. 74-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, რომლის მოქალაქეები 68 ქვეყანაში შედიან ვიზის გარეშე. ხოლო, სომხეთი 78-ე ადგილზეა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს 64 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოს უსწრებს უკრაინა და ის 35-ე ადგილს იკავებს. უკრაინის მოქალაქეები უვიზოდ 136 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებიც უვიზოდ ყველაზე მეტ ქვეყანაში გადაადგილდებიან:

  • 1. იაპონია - 193 ქვეყანა
  • 2. სინგაპური - 192 ქვეყანა
  • 3. გერმანია - 191 ქვეყანა
  • 4. სამხრეთ კორეა - 191 ქვეყანა
  • 5. ფინეთი - 190 ქვეყანა
  • 6. იტალია - 190 ქვეყანაგანაგრძეთ კითხვა

myquiz