თურქეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტებისგან საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა 130%-ით გაიზარდა - რას წერს რუსული გამოცემა? | Allnews.Ge

თურქეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტებისგან საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა 130%-ით გაიზარდა - რას წერს რუსული გამოცემა?

გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" («Комсомольская правда») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "თურქეთის აკრძალვის შემდეგ რუსი ტურისტების მხრიდან ეგვიპტეზე და კვიპროსზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა“, რომელშიც რუსი მოგზაურობის მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტებია განხილული, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

"თურქეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ რუსმა ტურისტებმა შემცვლელი ქვეყნების ძებნა დაიწყეს. წინ სამაისო დღესასწაულებია და მოგზაურობის მოყვარულებს სურთ "გრძელი გამოსასვლელი დღეები“ სიამოვნებისთვის გამოიყენონ: რატომ უნდა იჯდე აგარაკზე, როცა შეიძლება თბილი ზღვის ნაპირზე ისეირნო.

 

კორონავირუსის ეპიდემიის დროს რუსებისათვის მეტ-ნაკლებად ღია ქვეყნებისაკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა. სამოგზაურო მომსახურების სერვისის OneTwoTrip-ის თანამშრომლებმა "კომსომოლსკაია პრავდას“ მოუმზადეს იმ კურორტებისა და ქვეყნების სია, რომლებსაც ტურისტები თურქეთის ალტერნატივად თვლიან. ამ შემთხვევაში საქმე შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებიც საკუთარი ინიციატივით თვითმფრინავის ბილეთებს ონლაინ-რეჟიმში თვითონ ყიდულობენ.

როგორც სიის მიხედვით ირკვევა, 13 აპრილის მდგომარეობით, რუსები ყველაზე მეტად ინტერესდებიან ეგვიპტის, კვიპროსის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საქართველოს და სხვა რიგი ქვეყნების მიმართულებით. შიდარუსული მარშრუტების მიმართ მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ გამოხატულა.

აი, ის ქვეყნები, რომლებიც რუს ტურისტებს აინტერესებთ და ავიაბილეთებს იძენენ თურქეთის დახურვის შემდეგ: ეგვიპტე - ზრდა 250%; კვიპროსი - 150%; არაბული საემიროები - 130%; საქართველო - 130%; ბელარუსი - 110%; საბერძნეთი - 50%; სომხეთი - 30%. წყარო