ქვეყნები, რომლებმაც საზღვრები უკვე გახსნეს და ტურისტებს ჩვეულ რიტმში იღებენ | Allnews.Ge

ქვეყნები, რომლებმაც საზღვრები უკვე გახსნეს და ტურისტებს ჩვეულ რიტმში იღებენ

კორონავირუსის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. პანდემიამ განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია დააზარალა- ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, ტურისტების მიღება აკრძალეს, გაუქმდა ათასობით ავიარესი, დაიხურა სასტუმროები და ა.შ.

იქამდე, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია განხორციელდება და ვირუსი საბოლოოდ დამარცხდება, ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებიც შემოსავლის დიდ ნაწილს ტურიზმიდან იღებს, გადაწყვიტა უცხოელებისთვის საზღვრის გადაკვეთა გაემარტივებინა.

შედეგად დღეისათვის პლანეტაზე უკვე არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ტურისტებისათვის ჩასვლა დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი.

როგორც წესი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ღია ქვეყნებში შესასვლელად აუცილებელია კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან  ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი.

გამოცემა www.youngpioneertours.com წარმოგიდგენთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ტურისტებს PCR ტესტის წარდგენის შემთხვევაში უშვებენ

 

აფრიკა:

ეგვიპტე

ბურკინა-ფასო

მალი

მავრიტანია

სომალი

სამხრეთ სუდანი

სუდანი

 

აზია:

ნეპალი

შრი-ლანკა

ავღანეთი

ყირგიზეთი

პაკისტანი

ტაჯიკეთი

უზბეკეთი

 

სამხრეთ ამერიკა

კუბა

 

 

ევროპა

ალბანეთი

სომხეთი

ბელარუსი

ბულგარეთი

 

გამოცემის მიხედვით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მუშაობს პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უშვებს. ესენია:

 

ჩინეთი

ევროკავშირის ქვეყნები

ისლანდია

სეიშელის კუნძულები

წყარო: https://www.youngpioneertours.com/coronavirus-travel-update-which-countries-open-borders/        

 

 

 

myquiz