„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“- უჩვეულო სასტუმრო ტაივანში, სადაც პინგვინები და თევზები დაცურავენ | Allnews.Ge

„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“- უჩვეულო სასტუმრო ტაივანში, სადაც პინგვინები და თევზები დაცურავენ

ტაივანში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმრო Cozzi Blu hotel მდებარეობს, რომელიც გამოჩენილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის რომანის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ არის მოწყობილი.

სასტუმროს ფანჯრებიდან უზარმაზარი აკვარიუმები ჩანს, სადაც სხვადასხვა სახეობის ზღვის ცხოველები და თევზები ცხოვრობენ.

ამასთან, Cozzi Blu hotel-ის სასადილო ოთახში სპეციალური კაფსულებია მოწყობილი, რომლებიც აკვარიუმებს უკავშირდება და მასში პინგვინები დაცურავენ.

სასტუმროს ნომრების ნაწილი წყალქვეშა ნავის კაიუტებს ჰგავს, რომლებიც ცნობილი ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი.

რაც შეეხება სასტუმროში დარჩენის ფასს, ის მომსახურებიდან გამომდინარე განსხვავდება, თუმცა საშუალო ფასები 1 ღამის განმავლობაში 140 ევროდან იწყება.

myquiz