მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში - სად და როგორ დავისვენოთ სამშობლოში? | Allnews.Ge

მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში - სად და როგორ დავისვენოთ სამშობლოში?

ხშირად, ადამიანები საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობას დაუმსახურებლად ივიწყებენ. მოგზაურობა ის სფეროა, რომელიც ყველას უყვარს. უცხო ქვეყნების მონახულება, მათი კულტურის გაცნობა დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სამწუხაროდ, კორონა ვირუსის პანდემიამ ეს შესაძლებლობა წაგვართვა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჩნდა ახალი ტრენდი - სამშობლოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა!

ვინ არ იცის საქართველოს მდიდარი ბუნების შესახებ? ჩვენს ქვეყანაში ბევრი საოცარი ადგილია, სადაც დასვენება ერთგვარი სიამოვნებაა. თუმცა, როგორც წესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციულად მაინც ზღვას ან მთას ირჩევს. ზამთარში - ბაკურიანს და გუდაურს. თუმცა, ბევრი ალტერნატიული არჩევანიც არსებობს, უფრო ახლოს და საოცარი სილამაზის მქონე. მაგალითად, კახეთი.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც ბევრი ადარებს ტოსკანას: მრავალფეროვანი ბუნება, მდიდარი კულტურა, გემრიელი კერძები და უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.თელავი, სიღნაღი, წინანდალი, ყვარელი - თბილისიდან საკმაოდ ახლოსაა და იდეალურია თუნდაც უქმე დღეების გასატარებლად.

  • სიღნაღი

პატარა, ულამაზესი ქალაქი, რომელიც შეგიძლია ფეხით შემოიარო. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. ახლა, გალავნის დიდ ნაწილზე ტურისტებისთვის სპეციალური ხიდია გაკეთებული, საიდანაც უსასრულო ჰორიზონტი იშლება.

აქვე, შეგიძლიათ მოინახულოთ ეკლესია და მუზეუმი.

კახეთში სასტუმროების ფართო არჩევანია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. კომპანია hotsale.ge-ს სპეციალური შეთავაზებებიდან შეგიძლიათ online დაჯავშნოთ სასურველი სასტუმრო.

პარკ ჰოტელ წინანდალი / PARK HOTEL TSINANDALI

წინანდალი თელავის მუნიციპალიტეტში, თელავიდან 10 კმ-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას მდებარეობს. წინანდალი ცნობილია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმით და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარნით. საოცარი სილამაზის ბაღი და სასახლე მე-19 საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა, სადაც ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ. მას ბევრჯერ სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი ხელოვანებიც.

Hotsale-ის სპეციალურ შეთავაზებაში, 142 ლარად ნომრები 2 სტუმარზეა ხემლოსაწვდომი. ფასში შედის საუზმე, შიდა აუზი, ღვინო და ყველის დაფა. სასტუმროს აქვს დამატებითი სერვისები: ჩოგბურთის კორტები, ველოსიპედები, მუზეუმი, საჰაერო ბურთი. ნომრები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილით, ინტერნეტით, საკაბელო ტელევიზიით. შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნით და ბარით, მაგიდის ჩოგბურთით, ვიდეო თამაშებით და სხვ. ყავა და ჩაი ნომერში უფასოდ.

ნომრის დაჯავშნა შეგიძლიათ ჰოთსეილის ვებ-გვერდზე.

მტევინო / MTEVINO

Mtevino არის ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისის მახლობლად - კახეთის რეგიონში - სოფელ ხაშმში. სასტუმრო მტევინოში მშვიდი და უსაფრთხო გარემოა. ნომრებიდან იშლება საოცარი ხედი ვენახებსა და მთებზე. Hotsale.ge-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, 122 ლარად შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნომრები 2 სტუმარზე. ამ ფასში შედის საუზმე, ღვინის დეგუსტაცია და ყველის დაფა.

თუ გინდათ ცოტა ხნით მოწყდეთ მძიმე რეალობას და დაისვენოთ, ეს ადგილი იდეალურია, თუნდაც მარტო დასვენებისთვის.ნახეთ სხვა სპეციალური შეთავაზებები კახეთის რეგიონში მდებარე სასტუმროებზე. Hotsale.ge-ზე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების მომსახურებითაც.