გაიცანით 32 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში იმოგზაურა და ახალი რეკორდსმენი გახდა | Allnews.Ge

გაიცანით 32 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში იმოგზაურა და ახალი რეკორდსმენი გახდა

ჯეიმს ასქვითი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც ახლახანს გინესის რეკორდი დაამყარა- ის ყველაზე ახალგაზრდა მოგზაურია, რომელმაც მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში იმოგზაურა.

32 წლის ჯეიმსი ტურისტულ კომპანია Holiday Swap-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორია.

ის აცხადებს, რომ პლანეტის თითოეულ ქვეყანაში მოგზაურობა თავიდან მისი მიზანი არ ყოფილა. ეს იდეა მას 100 ქვეყნის მონახულების შემდეგ გაუჩნდა.

ჯეიმსი იხესენებს, რომ მოგზაურობის იდეა სტუდენტობის დროს გაუჩნდა. ერთ-ერთ ზაფხულს მან მეგობრებთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იმოგზაურა მოხალისეობრივი პროექტით და მაშინ გააცნობიერა თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა მოგზაურობა. მას შემდეგ აღარ შეჩერებულა.

როგორც თავად აცხადებს, მას სპონსორი არ ჰყავს და მთლიანად თავად უზრუნველყოფს მოგზაურობის ხარჯებს.

მოგვიანებით ჯეიმსმა ტურისტული კომპანია დაარსა, რამაც მისი მოგზაურობა კიდევ უფრო გაამარტივა და შემოსავლის მიღება საყვარელი საქმიანობიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე ახალგაზრდა მოგზაური, რომელმაც მთელი პლანეტა მოიარა 37 წლის იყო, ჯეიმსმა კი იმავე შედეგის მიღწევა 5 წლით ნაკლებ დროში შეძლო.