2021 წლის სამოგზაურო ოცნება - Guardian-მა საქართველო საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა | Allnews.Ge

2021 წლის სამოგზაურო ოცნება - Guardian-მა საქართველო საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა.

სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო.

„ჩემი სურვილია საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის დათვალიერებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება მინდა სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სტატიაში მოხსენიებულია ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.