როგორ შეხვდება ევროპა შობის დღესასწაულს წელს პანდემიის პირობებში? | Allnews.Ge

როგორ შეხვდება ევროპა შობის დღესასწაულს წელს პანდემიის პირობებში?

ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ შეცვლიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას კორონავირუსის პანდემია. ვირუსის გავრცელებამ გვაიძულა ცხოვრების წესი შეგვეცვალა და ახალ რეალობას მოვრგებოდით.

პანდემიის გამო წელს შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნაც განსხვავებულად მოგვიწევს. ევროპის ქვეყნებისთვის შობის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და წელიწადის ამ დროს ქალაქების ქუჩები სავსეა სადღესასწაულო ღონისძიებებით, საშობაო ბაზრობებითა და მორთულობებით. წელს კი კორონავირუსის გამო ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები დააწესეს.

BBC წარმოგიდგენთ იმ ძირითად ცვლილებებსა და რეგულაციებს, რომლებიც შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში გატარდა.   იტალია იტალიაში წელს საშობაო ბაზრობები არ გაიმართება. ქვეყანაში 22 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა იკრძალება, რის გამოც წელს იტალიელები შობის დადგომის ტაძარში შეხვედრას ვერ შეძლებენ. ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას მოუწოდა წელს მასშტაბურ მსვლელობებს, შეხვედრებსა და ჩახუტებებს მოერიდონ.

საფრანგეთი საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შემდეგ კი, შობის დღესასწაულის გამო მათი ნაწილი მოიხსნება. BBC-ის ინფორმაციით, ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 07:00-მდე ძალაში დარჩება, თუმცა შობისა და ახალი წლის დღესასწაულები გამონაკლისი იქნება. 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება. სკოლები, ბარები და რესტორნები კი კვლავ დახურული დარჩება.

გერმანია პანდემიის გამო გერმანიაში ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დახურული იქნება. 1 დეკემბრიდან ქვეყანაში ერთ სივრცეში შეკრების საშუალება მაქსიმუმ 5 ადამიანს ექნება, თუმცა გამონაკლისი იმოქმედებს დღესასწაულების პერიოდში და 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე შეკრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლება.

გერმანიაში წელს საშობაო ბაზრობები და მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.

განაგრძეთ კითხვა