10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო მსოფლიოში უნცაური მომსახურებით | Allnews.Ge

10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო მსოფლიოში უნცაური მომსახურებით

წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ სასტუმროებს მსოფლიოში, რომლებიც დიზაინითა და უჩვეულო მომსახურებით სუმრებს აოცებენ.

La Villa Hamster ("ზაზუნას სახლი") - საფრანგეთი

სასტუმროს "ზაზუნას სახლს" უწოდებენ და ცხოველის გალიისგან დიდად არ განსხვავდება. სტუმარი იმყოფება ოთახში და თავს ისე გრძნობს, როგორც ნამდვილი ზაზუნა გალიაში.

"Hedonism" - სასტუმრო ნუდისტებისათვის (იამაიკა)

ეს სასტუმრო განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმა არ უყვართ. აქ დარჩენის საფასური არც ისე დიდია და ერთი ღამის გათენება 50-დან 100 დოლარამდე ღირს.

სასტუმრო "პოსეიდონი" - ფიჯი

თუ დაივინგი გიყვართ მაშინ ეს სასტუმრო ნამდვილად თქვენთვისაა. სასტუმრო ფიჯის კუნძულზე გაიხსნა 2010 წელს და მალევე გახდა პოპულარული.

ჟირაფების მამული - ნაიორობი, კენია

სასტუმრო "ჟირაფების მამული" გასულ საუკუნეში ააშენეს. იგი 80-იან წლებში გადააკეთეს სასტუმროდ. აქ თქვენ შეგიძლიათ ჟირეაფების ცხოვრებას გაეცნოთ და ისინი გამოკვებოთ.

Amazon Towers Hotel - ბრაზილია

ბრაზილია მოგზაურობის მოყვარულებს აოცებს ჯუნგლებში, ხეებზე აშენებული სასტუმროთი.

Propeler Island City Lodge - გერმანია

ეს სასტუმრო მნახველს აოცებს თავისი არქიტექტურული დიზაინით. ნომერში ნახავთ დახრილ იატაკებს, კედლების უჩვეულო გაფორმებას, კუბოს ფორმის საწოლებს და სხვა უცნაურობებს.

 

Dasparkhotel - ავსტრია

ამ ადგის ხშირად სასტუმრო-კანალიზაციას უწოდებენ. უბრალოდ სასტუმროს მშენებლობისას გამოიყენეს მილები, რომლებიც კანალიზაციისათვის გამოდგება. ამ სასტუმროს სუსტი მხარეა ის, რომ არ აქვს საშხაპე და ტუალეტი. ნომრების რაოდენობა დეკლარირებულია და სტუმრებს შეუძლიათ, თვითონ დაადგინონ ნომერს ფასი, კმაყოფილების ხარისხის შესაბამისად.

 

სასტუმრო-ციხე - ავსტრალია

ეს სასტუმრო ერთგვარად საზარელია იმ მხრივ, რომ შიგნიდან და გარეთაც ციხეს ჰგავს. 120 წელზე მეტი ხნის წინ აქ პატიმრები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი შენობა სასტუმროდ გადააკეთეს. მასზე სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, თუმცა ტურისტებს მაინც იზიდავს.

 

სასტუმრო-თვითმფრინავი - კოსტა-რიკა

კოსტა-რიკას სასტუმროში დასვენებისას თავს ისე იგრძნობთ, თითქოს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდეთ. აქ არის ყველაფერი ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ერთ ღამის დაფასური კი 400 დოლარს შეადგენს.

 

ყინულის სახლები - შვედეთი

თუ თქვენ გიყვართ ყინულის მთების ყურება, მაშინ შეგიძლიათ, ამ უცნაურ სასტუმროში დაისვენოთ. ყინულის სასტუმროში ტემპერატურა -5-დან -10 გრადუსამდეა. ერთი ღამის გათენება ყინულის სასტუმროში 700 დოლარი დაგიჯდებათ.

intermedia.ge