"ქართველების მოდგმა უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელს მსოფლიოშიც“-ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჩანაწერები საქართველოსა და ქართველების შესახებ | Allnews.Ge

"ქართველების მოდგმა უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელს მსოფლიოშიც“-ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჩანაწერები საქართველოსა და ქართველების შესახებ

ჟან შარდენი ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური იყო, რომლის ათ-ტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“ სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება.

თხზულების „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან.

ჟან შარდენის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

"ქართველების მოდგმა უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელს მსოფლიოშიც. აქ არ მინახავს არცერთი მახინჯი სახის ქალი ან კაცი. ქართველთა უდიდესი უმრავლესობა იმდენად მშვენიერია, რომ მსოფლიოსი სადმე ძალიან იშვიათად თუ იპოვი. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას იმდენად სიკეკლუცით დაუჯილდოებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანზე უფრო მშვენიერი სახე და ტანი. მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს ჩასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველ ქალებს, რომ ფერ-უმარულს იცხებენ. უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტადაც კი იცხებენ ფერ-უმარულს.

1672 წ.