უნიკალური შესაძლებლობა ექსტრემალებს- პირველად ისტორიაში ტურისტებს „ტიტანიკის“ მონახულება შეეძლებათ | Allnews.Ge

უნიკალური შესაძლებლობა ექსტრემალებს- პირველად ისტორიაში ტურისტებს „ტიტანიკის“ მონახულება შეეძლებათ

„ტიტაკინი“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ გემს წარმოადგენს, რომლის ტრაგიკული ისტორია თითოეულმა ჩვენგანმა იცის. მისი ჩაძირვიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა „ტიტანიკიას“ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო.

გემის ნანგრევები 1985 წელს რობერტ ბალარდმა აღმოაჩინა და მას შემდეგ ამ ადგილს ასობით ადამიანი ესტუმრა, მათ შორის ჯეიმს კემერონის გადასაღები ჯგუფი ტიტანიკის გადაღებებისას.

ტურისტებისთვის კი გემის ხილვა აქამდე შეუძლებელი იყო. ამერიკულმა კომპანია OceanGate Expeditions გადაწყვიტა „ტიტანიკის“ ერთგული გულშემატკივრებისთვის უნიკალური შანსი მიეცა- 2021 წლისთვის გემზე ექსპედიცია მოეწყობა, სადაც ექსპერტებთან ერთად წასვლას ტურისტებიც შეძლებენ.   ტურისტული კომპანის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ექსპერტებთან ერთად გემის მონახულებას მხოლოდ 5 მსურველი შეძლებს.

როგორც ცნობილია, გემი ატლანტის ოკეანეში 3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რის გამოც ექსპედიციის წევრებს სპეციალური მომზადების გავლა მოუწევთ. რაც შეეხება ფასს, კომპანიის განმარტებით ის 125 000 აშშ დოლარს შეადგენს. საფასურში წინასწარი მომზადება და ყველა საჭირო აღჭურვილობა შედის.

მიუხედავად ამისა, მნახველები, რომლებიც ამ თანხას გადაიხდიან, ექსპედიციაში მხოლოდ სამოგზაუროდ არ წავლენ და წყალქვეშა ნავში მიმდინარე კვლევაში დახმარებაც მოუწევთ.

ასე გამოიყურება "ტიტანიკი" ახლა