10 ქალაქი, სადაც დღეიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა | Allnews.Ge

10 ქალაქი, სადაც დღეიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა

დღეიდან, საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგა. შესაბამისი ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.

1-ლი ნოემბრიდან რეისები აღდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში:

  • დოჰა
  • ვარშავა
  • ათენი
  • ამსტერდამი
  • ვენა
  • ბერლინი
  • მილანი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან:

  • კატოვიცე
  • ვილნიუსი
  • დორტმუნდი

ცნობისათვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.