ავსტრალიაში ავიაკომპანია Qantas-მა ფრენა „არსაით“ განახორციელა | Allnews.Ge

ავსტრალიაში ავიაკომპანია Qantas-მა ფრენა „არსაით“ განახორციელა

ავსტრალიაში ქვეყნის უმსხვილესმა ავიაკომპანია Qantas-მა ფრენა „არსაით“ განახორციელა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ავსტრალიის 150 მოქალაქე იყო, სიდნეის აეროპორტიდან აფრინდა და რამდენიმე საათში ისევ უკან დაფრინდა.

ავიარეისის დროს  მგზავრებს საშუალება ჰქონდათ ავსტრალიის ღირსშესანიშნაობები ზემოდან დაენახათ.

რაც შეეხება თვითმფრინავით მგზავრობის ბილეთის ფასს ის,  3 787 ავსტრალიურ დოლარს (2 765 აშშ დოლარი) შეადგენდა. თუმცა, საზოგადოების ინტერესი და სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ბილეთები 10 წუთში გაიყიდა.

„არსაით“ ფრენის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გახდა ცნობილი. პანდემიის გამო გაუქმებული ავიარეისების გამო კომპანია Qantas-მა გადაწყვიტა იმ მგზავრებისთვის, ვისაც ფრენა ძალიან მოენატრა ასეთი განსაკუთრებული შეთავაზება გაეკეთებინა.

როგორც ჩანს, საზოგადოების ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მსურველი ათასობით ადამიანი აღმოჩნდა.

 

myquiz